— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე – „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო…

მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას დაკავშირებადობის უზრუნველყოფაში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ამ ფუნქციის ხელშესაწყობად ახორციელებს, მათ შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ჩქაროსნული ავტომაგისტრალები და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი.

ირაკლი კობახიძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო და ენერგეტიკული მარშრუტების დივერსიფიკაციის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში სამხრეთის გაზის დერეფნისა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტების სტრატეგიულ დატვირთვაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის და აღნიშნა, რომ ძლიერი დაკავშირებადობა გრძელვადიანი სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა.

დისკუსიაში, რომელსაც თანათავმჯდომარეობდნენ ხორვატიის პრემიერ-მინისტრი ანდრეი პლენკოვიჩი და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტიორე, კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ბარტ დე ვევერი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ მონაწილეობდნენ.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ… პოლიტიკა

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

3 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

4 სთ წინ2 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა… პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

4 სთ წინ4 წთ