— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

სახდეპი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის დემოკრატიას, კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონის უზენაესობას

სახდეპი ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებზე: საგზაო ბლოკადები და მთავრობის დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის…
xr:d:DAFeG3AgsbY:2984,j:3270034755344424486,t:24031208

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, არგენტინამ, ბოლივიამ, კანადამ, ჩილემ, კოსტა-რიკამ, დომინიკელთა რესპუბლიკამ, ეკვადორმა, ელ სალვადორმა, გვატემალამ, გაიანამ, ჰონდურასმა, იამაიკამ, პანამამ, პარაგვაიმ და პერუს მთავრობებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ბოლივიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთება გამოთქვეს, – განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გზების ძალადობრივი ბლოკირება საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. მათ სოლიდარობა გამოხატეს პრეზიდენტ პასის მთავრობის მიმართ და აღნიშნეს, რომ ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

„ჩვენ ღრმად შეშფოთებულნი ვართ ბოლივიაში გზების ძალადობრივი ბლოკირებით, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას. პრეზიდენტ როდრიგო პასის ლეგიტიმური და დემოკრატიულად არჩეული მთავრობის დასუსტებისა და დამხობის მცდელობები სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ბოლივიაში კონსტიტუციური წესრიგისთვის, ისე მთლიანად ნახევარსფეროს დემოკრატიული სტაბილურობისთვის.

მოძალადე უმცირესობა ცდილობს უგულებელყოს ჩატარებულ არჩევნებში გამოხატული ბოლივიელი ხალხის ნება, უარს ამბობს ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ დიალოგზე და შვიდ კვირაზე მეტია გზების ბლოკირებას აგრძელებს, რის შედეგადაც მოსახლეობას ეზღუდება საკვებზე, ჯანდაცვაზე, საწვავსა და სხვა აუცილებელ რესურსებზე წვდომა. ამ ქმედებებმა მძიმე გავლენა მოახდინა მილიონობით მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და საფრთხის წინაშე დააყენა მათი ფუნდამენტური უფლებები.

გარდა ამისა, დაფიქსირდა ბოლივიის მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტები გზებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის გამო, რადგან მოქალაქეები დროულად ვერ იღებდნენ მედიკამენტებს და ვერ აღწევდნენ საავადმყოფოებსა და სამედიცინო დაწესებულებამდე. ცალკე აღსანიშნავია, რომ დემონსტრანტების მხრიდან დაშავდნენ პოლიციის თანამშრომლებიც, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. ძალადობა ვერ გახდება კონსტიტუციური წესრიგის შეცვლის საშუალება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კონსტიტუციურად არჩეულ ბოლივიის მთავრობას და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პრიორიტეტი მიანიჭონ დიალოგსა და მოლაპარაკებებს დადგენილ კონსტიტუციურ ჩარჩოებში, რაც დემოკრატიის ფუნდამენტურ ინსტრუმენტს წარმოადგენს. თავისუფლების, დემოკრატიისა და რეგიონული უსაფრთხოების დაცვა ერთგულებასა და თანამშრომლობას მოითხოვს. ამ ფონზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, გავაგრძელოთ მუშაობა ჩვენს რეგიონში სტაბილურობის გასაძლიერებლად და დემოკრატიული წესრიგის შესანარჩუნებლად. სოლიდარობას ვუცხადებთ პრეზიდენტ პასის დემოკრატიულ მთავრობასა და ბოლივიელ ხალხს”, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.