სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე საზეიმოდ აინთო საახალწლო ნაძვის ხე. მანამდე კი იქ წინასაშობაო საქველმოქმედო საღამო გაიმართა, რომელიც საპატრიარქოს ახალგაზრდულმა მოძრაობა „დავითიანმა“ თბილისის 30-ე სკოლის ლიდერთა კლუბის წევრებთან ერთად მოაწყო.

ადგილზე მისულებს, ხელნაკეთი ნივთებისა და ტკბილეულის საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, ასევე ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი დახვდათ.

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს მოხმარდება. ღონისძიება საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან 48-ე წლისთავს მიეძღვნა.

უახლესი

მსგავსი სტატიები