— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ევროპას რუსეთთან პირდაპირი მოლაპარაკებები სჭირდება

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, პარიზს არასდროს გამოურიცხავს რუსეთთან დიალოგი, იმ პირობით, რომ უკრაინასთან სრული გამჭვირვალობა იქნება – ნათქვამია Libération-თან ინტერვიუში.

ბარომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპას საკუთარი ინტერესების დასაცავად რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება.

“ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები, პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე”, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მისივე თქმით, საფრანგეთის დაკვირვების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ აჩვენებს რეალურ ნიშნებს მშვიდობისკენ სწრაფვის სურვილის შესახებ. ამას ადასტურებს, კერძოდ, რუსეთის ბოლოდროინდელი თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე, მათ შორის, სამგზავრო მატარებლის “ბარვინკოვე-ლვივი, ჩოპი” დაბომბვა, რაც ბარომ ომის დანაშაულად შეაფასა.

ფრანგმა დიპლომატმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას შეუძლია მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

“დღეს უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მოდის. სადაზვერვო და სამხედრო მხარდაჭერის ძირითადი ნაწილი ასევე ევროპიდან მოდის… უკრაინამ იცის, რომ მას შეუძლია ევროპელების ურყევ მხარდაჭერაზე დაეყრდნოს”, – განაცხადა ბარომ.