— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა

სასამართლომ ტრამპს თეთრ სახლში საბანკეტო დარბაზის მშენებლობა აუკრძალა

სასამართლომ თეთრი სახლის საბანკეტო დარბაზის მშენებლობის პროექტი შეაჩერა. ინფორმაციას The New York Times-ი ავრცელებს.

მოსამართლე რიჩარდ ლეონმა დაადგინა, რომ პროექტის დაწყებამდე სათანადო პროცედურები არ იყო დაცული. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა ფონდმა თეთრი სახლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.

ფონდი ამტკიცებდა, რომ თეთრმა სახლმა კანონი დაარღვია, როდესაც მშენებლობა დაიწყო გეგმის წარმოდგენის გარეშე, არ მოითხოვა გარემოს დაცვითი შეფასება და უარი თქვა კონგრესისგან ნებართვის მოთხოვნაზე.

მოსამართლემ აღნიშნა რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არის თეთრი სახლის მმართველი, თუმცა ის არ არის მისი მფლობელი.