— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

შაკო კუჭაშვილი: გიორგი ისაკაძის მიზანია, ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ და როცა კონკრეტული ინსტიტუტები ვიღაცის წაქეზებით პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ მაშინვე აცხობენ ნიუსებს, თან უხარიათ

„BMG, ისაკაძის კანტორა, „მოწოდების სიმაღლეზე” – როგორც ყოველთვის. შეგახსენებთ, ეს ის გიორგი ისაკაძეა, რომელმაც “ქართუს” გაკოტრების საქმეზე საკუთარი ბრალი აღიარა და ბოდიშიც მოიხადა. დღეს მისი მიზანი და დავალებაა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით პესიმისტური მოლოდინები გააჩინოს და ქვეყანა დააზარალოს. როცა მსხვილი საფინანსო ინსტიტუტები ჩვენი ეკონომიკის ზრდაზე საუბრობენ, ერთ სიახლესაც არ აქვეყნებენ, და როცა კონკრეტული ინსტიტუტები ვიღაცის ან რაღაცის წაქეზებით საქართველოს ინტერესების დასაზარალებლად პროგნოზებს ტენდენციურად აკეთებენ, მაშინ პირიქით – მაშინვე აცხობენ ნიუსებს. თან როგორ უხარიათ: რეგიონის ქვეყნების ზრდა დიდი იქნება, საქართველოსი -არაო
სინამდვილეში, წინა წელსაც, იმის წინა წელსაც და იმის წინა წელსაც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზებს გაუსწრო – ასე იქნება წელსაც, ისაკაძის სამწუხაროდ და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ.“- წერს კუჭაშვილი.