თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის – ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი – ნულის ტოლია
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობა მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა, უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია

შალვა პაპუაშვილი – ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობა მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა…

ბრიუსელმა უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული უმრავლესობის მოპოვება მიულოცა, ქართველებთან კი კიდევ ერთხელ დამარცხდა. მამლის ყივილამდე უარყვეს, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მხრივ უნგრეთის არჩევნების შედეგი საინტერესოა.

„იცით, რომ უნგრეთში ოპოზიციურმა ლიდერმა მოიპოვა ერთპარტიული საკონსტიტუციო უმრავლესობა, ყველამ მოულოცა. რა თქმა უნდა, ჩვენც ვულოცავთ, თუმცა გაიხსენეთ, ჩვენთან რა ისტერია ჰქონდა ბრიუსელს და მის დაქირავებულ ჯგუფებს, თითქოს კოალიციური მთავრობის გარეშე არ არსებობს, კონსტიტუციურ უმრავლესობა არის არადემოკრატიული, არადემოკრატიულია, თუ ერთ პარტიას აქვს უმრავლესობა. კარგად მიულოცეს უნგრეთის ოპოზიციას ერთპარტიული კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვება. აქედან გამომდინარეც, შეგვიძლია, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში სხვების მავნე ხელების ფათურის ეს თავიც გადავფურცლოთ. გვარწმუნებდნენ, თითქოს ერთპარტიული, კონსტიტუციური უმრავლესობა ცუდი და ანტიდემოკრატიულია. თავად ბრიუსელმა დაადასტურა, რომ მთავარია, ხალხი როგორ აირჩევს და ხალხის არჩევანი თუ არის ასეთი, ყველამ უნდა მიიღოს. ამიტომ, თავისი ნაბიჯითაც კიდევ ერთხელ დამარცხდა ბრიუსელი. დამარცხდა ქართველებთან იმით, რომ მამლის ყივილამდე უარყვეს ყველაფერი, რასაც გვიმტკიცებდნენ, რომ კონსტიტუციური, ერთი პარტიის უმრავლესობა ცუდია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს

51 წთ წინ4 წთ
ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო… პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

1 სთ წინ3 წთ
გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ

2 სთ წინ2 წთ