თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ გიორგი გამსახურდია რომან გოცირიძეს: ყველა თქვენნაირი დაკომპრილი და უსახური გგონიათ. იმდენი არც კი იცით, ბიძინაზე რამე რომ იყოს, თუნდაც იოტისხელა გადაცდომა, მთელი აგენტურა, ფეხზე დადგებოდა და საჯაროდ ააფრიალებდა, თითიდან გამოწოვილი ბინძური ჭორების მაგიერ დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა, ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის, რომ არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში იგულისხმება, რომ დავუწესოთ რუსეთს სანქციები

შალვა პაპუაშვილი: საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით არის, რომ არ არის სრულ თანხვედრაში…

თუკი საუბარია იმაზე, რომ თუ საქართველო შეიცვლის მის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ამ შემთხვევაში არის ევროპული პერსპექტივები, მაშინ ეს არის მართლაც კატასტროფული მოწოდება საქართველოს მიმართ, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას.

მისივე თქმით, აღნიშნული მოწოდებები ფარულად ხდებოდა და ახლა სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის, საით მიაქანებს ქვეყანას ბრიუსელი სინამდვილეში.

„აღნიშნული მოწოდებები ფარულად ხდებოდა, სულ უფრო მეტად და მეტად საჯაროდ გამოდის ის, რასაც ჩვენ ვსაუბრობდით, საით მიგვაქანებს სინამდვილეში ბრიუსელი. ერთადერთი საკითხი, სადაც ბრიუსელს აქვს შენიშვნა საქართველოსთან დაკავშირებით, ეს გახლავთ ის, რომ საქართველო არ არის სრულ თანხვედრაში ბრიუსელის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან. სრულ თანხვედრაში ის გულისხმობს, რომ მათ არ აკმაყოფილებს და მათთვის არ არის საკმარისი, რომ საქართველო უზრუნველყოფს, რომ ევროკავშირის სანქციებისთვის გვერდის ავლა არ მოხდეს საქართველოში, არამედ ბრიუსელი მოითხოვს საქართველოსგან, რომ საქართველომ თავად დაუწესოს რუსეთს სანქციები.

ეს გულისხმობს თანხვედრაში ყოფნას ბრიუსელის სანქციებთან. თუკი ბრიუსელი ამბობს, რომ უნდა იყოს სავიზო მიმოსვლა რუსეთთან, ჩვენც უნდა შემოვიღოთ და რუსი მოქალაქეები ვიზით შემოვიდნენ, თუკი ამბობს, რომ რაღაც მიმართულებით ვაჭრობა არ უნდა ჰქონდეს, ჩვენც უნდა შემოვიღოთ ეს სანქციები. ეს არის ერთადერთი საკითხი ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ქმედებებში, სადაც ბრიუსელი ფარულად გვაკრიტიკებდა, რომ ჩვენ არ ვართ სრულ თანხვედრაში სანქციების პოლიტიკასთან, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს რუსეთი წინააღმდეგ, ამას ითხოვენ.

ამ კონტექსტში საგარეო პოლიტიკაში იგულისხმება, რუსეთთან დაკავშირებით რა პოლიტიკა აქვს საქართველოს. საქართველოს აქვს იგივე პოლიტიკა, რასაც ჩვენ გვაიძულებდნენ 2008 წლიდან მოყოლებული, ეს არის სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა. რასაც ახლა ბრიუსელი ითხოვს საქართველოსგან, არის ის, რომ დავუწესოთ ორმხრივი სანქციები რუსეთს. ანგარიშშიც უწერიათ ეს ყველაფერი. როცა ჰკითხავ გეტყვიან, რომ არ ვითხოვთო და შემდეგ ასე გიტიალებენ, რომ სრული თანხვედრა უნდა გქონდეს.

როდესაც ბრიუსელი მოითხოვს ჩვენგან სანქციების დაწესებას რუსეთისთვის, მათთვისაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს თუ გამოიწვევს ეკონომიკურ კრიზის, თქვენ ფულს მოგვცემთ? დაგვეხმარებით? გვაძლევთ ამის პირობას? პასუხია, რომ არა ამის პირობას არ გაძლევთ. თუკი ამან გამოიწვია კონფრონტაციის ზრდა და გამოიწვია პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან, თქვენ ჩამოხვალთ და იომებთ ჩვენთან ერთად? პასუხია, რომ არა არ ვიომებთ, არც უკრაინელებთან ომობდნენ და არც ჩვენთან. თქვენ რასაც ამბობთ ეს თუ სიმართლეა და ეს თუ ეს პირდაპირ წერია ნიშნავს, რომ უნდათ რუსეთთან ესკალაციაში შეგვიყვანონ, რაც ბოლოში ნიშნავს ომს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე: ერთადერთი, რაც გამოკითხული ოპოზიციონერების ინტერვიუებიდან ჩანს, არის ის, რომ ღარიბაშვილის წერილმა ოპოზიციაში ავანტიურისტ-მეზღაპრეთა კლუბი ჩამოაყალიბა

47 წთ წინ1 წთ
თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების… პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი ელიზბარაშვილზე: პროკურატურის განცხადების საფუძველზე, მიმაჩნია, რომ რესტორანში იარაღით უკან მიბრუნების ფაქტი მხოლოდ ყოფით კონფლიქტად ვერ შეფასდება. აღნიშნული გარემოებები ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საქმე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების ჭრილში შეფასდეს

2 სთ წინ4 წთ
ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო… პოლიტიკა

ედიშერ გვენეტაძე ელიზბარაშვილზე: იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შესაძლო დამნაშავის დაკავებას უკბილოდ აპროტესტებენ, ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, ადგილზე სროლა ატეხილიყო და უკეთეს შემთხვევაში, ვინმე დაჭრილიყო, რადგან ასეთ შემთხვევაში მათ გაცილებით მეტი საწიოკო და საპროპაგანდო მასალა ექნებოდათ

3 სთ წინ3 წთ