შარმანაშვილი პაატა მანჯგალაძეზე: დანაშაულებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელობა ისჯება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა შენი უშუალო ქმედებების კონკრეტული მტკიცებულება – ასეთი ორგანოს წევრობა საბავშვო გართობა არ არის, იგი სრულწლოვანია და ამას უნდა აცნობიერებდეს

“ამ ორგანომ მოუწოდა პოლიციელებს დაეპატიმრებინათ ხელისუფლება, ხელისუფლების უკანონო ცვლილების მოწოდება არაერთხელ გააჟღერა. ბოლოს მოუწოდა პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ, გასაღების ჩაბარებას ეძახდნენ. არც ერთ ამ მოწოდებას არ გაემიჯნა. არც ეს ხელმძღვანელი ორგანო დატოვა. ასეთი ხელმძღვანელი ორგანოს წევრობა, რომლის მოწოდებამაც მძიმე დანაშაული გამოიწვია, ხუმრობა და საბავშვო გართობა არ არის. იგი სრულწლოვანია კარგა ხანია და ამას უნდა აცნობიერებდეს. სხვებიც უნდა აცნობიერებდნენ,” – წერს თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში, რომელიც პაატა მანჯგალაძის საქმეს ეხება, ვკითხულობთ: “საგულისხმოა, რომ საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მისი მხრიდან ძალადობისკენ მოწოდებას ან/და ძალადობის თაობაზე მითითების/ბრძანების/ინსტრუქციის გაცემის ფაქტს; ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ სხვა პირებთან ერთად რაიმე გეგმის შემუშავების, როლების განაწილების ამსახველი ან/და დამადასტურებელი დოკუმენტი.”

უახლესი

მსგავსი სტატიები