— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში თენგიზ შარმანაშვილი: სააკაშვილი იმას კი არ ამტკიცებს, მე მაქვს ის ძალა, რომ ჩემს გარშემო გაერთიანდეთ, ჩვენი პატრონები რომ გეუბნებიან, იმათ დაუჯერეთო. ეს იმის ლუსტრაციაა, რომ აბსოლუტურად დამოკიდებულები არიან სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ მიღებულ გადაწყვეტილებებზე არჩილ გორდულაძე: „ნაცმოძრაობა“ შედგება არა ერთი, ორი, სამი ან ხუთი პარტიისგან, არამედ ისინი ეგრეთ წოდებულ პარტიებად დაშლილი ერთი იდეოლოგიით და ერთი ხელიდან მართული ძალები არიან, რომლებიც იბრძვიან კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, მათ შორის გარე პატრონებისგან დავალებით
პოლიტიკა

შათირიშვილი: ორბანმა სასტიკად წააგო, აშშ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა – დასანანია, რომ არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო

შათირიშვილი: ორბანმა სასტიკად წააგო, აშშ-ის ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა – დასანანია, რომ…

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებამდე ქართულ და არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შევთავაზე ანალიზი, თუ როგორ მესახებოდა პროცესების განვითარება და ასევე ვრცლად ვისაუბრე აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან ვიქტორ ორბანის მხარდაჭერის შესახებ, რაც რთულად, მაგრამ საბოლოოდ ამოიხსნა, რომ კონტრ პროდუქტიული შედეგისთვის იყო გამიზნული,  –  წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი, რომელიც უნგრეთის არჩევნების შედეგების შესახებ წერილს აქვეყნებს.

მისი განცხადებით, დასანანია, რომ ვიქტორ ორბანს არ ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა, “რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო.”

ფილოსოფოსი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ არჩევნებში დამარცხებისთანავე, დონალდ ტრამპმა, ვიქტორ ორბანი ყოფილ მეგობრად მოიხსენია, პარალელურად კი, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა, რაც შათირიშვილის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერად მიაჩნია, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები.

“ყველაფერი სწორედ ისე მოხდა, როგორც წერილში იყო აღწერილი – ორბანმა სასტიკად წააგო, რამეთუ გლობალურ პრობლემებსა და სკანდალებში გახვეული აშშ-ს ადმინისტრაციის გვერდში დგომა მას ხელისუფლების დათმობად დაუჯდა. ცხადია, სწორედ მსგავსი სცენარი იყო გათვლილი „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების, იგივე გლობალური ომის პარტიის მხრიდან და ძალიან დასანანია, რომ ორბანს არ ეყო პოლიტიკური და რაციონალური გამჭრიახობა, რათა ოლიგარქიული ოჯახების მიერ კარგად დაგეგმილი და საკმაოდ ნიჭიერი შემსრულებლის, ტრამპის მიერ თავსმოხვეული გეგმა მისთვის „უნგრულ ვატერლოოდ“ არ გადაქცეულიყო.

ის ფაქტი, რომ აშშ-ს პრეზიდენტს, თავისთავად კი მისთვის დავალებების მიმცემ ოლიგარქიულ ოჯახებს ორბანის თავიდან მოშორება ჰქონდათ განზრახული, არ დაუმალავს დონალდ ტრამპს. არჩევნებში დამარცხებისთანავე, მან ვიქტორ ორბანი ყოფილ მეგობრად მოიხსენია და ისეთი კმაყოფილებით ჩარეცხა, წარბიც კი არ შეუხრია. პარალელურად, ახალი პრემიერი შეაქო და მასთან „პროდუქტიული თანამშრომლობა“ დააანონსა. ეს არის სწორედ გლობალური ომის პარტიის ხელწერა, რომლისთვისაც არ არსებობს პოლიტიკაში მეგობრები და მოკავშირეები, არსებობენ მხოლოდ მორჩილი და დავალების შემსრულებელი მარიონეტები, ხოლო ურჩ მოთამაშეებს, რომლებიც „დიპ სტეიტის“ გეგმებს ვერ გაშიფრავენ და მათ ხაფანგებს ვერ გაუმკლავდებიან, სწორედ ორბანის მსგავსი ბედი ელოდებათ,” – წერს ზაზა შათირიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო… პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი ირაკლი კუპრაძის ბრალდებაზე, რომ შარმანაშვილის პოლიტიკურმა გუნდმა ბადრი ჯაფარიძე 90-იან წლებში სამხედრო გადატრიალებით დაამხეს: როდესაც გადატრიალება მოხდა, მთელი პარტიის უდიდესი ნაწილი ციხეში იყო, საკუთარმა პრემიერმა და გვარდიის მეთაურმა წამოიწყეს ბუნტი. ჯაფარიძემ და სხვებმა მილიონები ზვიადის დამამხობლებთან ერთად იშოვეს, ეგეც იცის, მაგრამ ტყუილი სულიერი საკვებია მაგნაირი ხალხის

3 სთ წინ2 წთ
ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის… პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: “პროევროპული” პარტიები ვართო ხომ აცხადებენ, ბოლომდე ევროპული სტანდარტით უნდა მივუდგეთ და ესპანეთის გამოცდილება გამოვიყენოთ, როდესაც “ბატასუნას” აკრძალვასთან ერთად აღნიშნული პარტიის კუთვნილი ყველა ფინანსური და მატერიალური აქტივის კონფისკაცია მოხდა

18 სთ წინ1 წთ
გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: პუტჩის მერე, „ედიკას“ და პუტჩისტების გამპრავებელი, ერთ-ერთი იყო გენშერი. ახლა ვაგნერი, თავის მეტრს, გენშერს ედრება ედიკას შვილობილების დაცვაში

1 დღის წინ1 წთ