შოთა ბერეკაშვილი: ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია, ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს ინფლაციურ წნეხს, რაც საბოლოო ჯამში, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის

“ოთხი მნიშვნელოვანი პრობლემის იდენტიფიცირება შევძელით – პირველია აქაც იმპორტზე დამოკიდებულება, რომელიც წარმოების ნაწილში, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და საფიქრალია, აქ რა მიდგომები გვექნება. მეორე – მნიშვნელოვანია ნაშთების მართვა და დანაკარგია 5-6 პროცენტი, როდესაც ბიზნესს სულ 5 პროცენტი მოგება აქვს. 5-6 პროცენტი დანაკარგი მნიშვნელოვანი პრობლემაა და საფიქრალია, როგორ შეიძლება ამის ოპტიმიზაცია.
მესამე პრობლემაა საოპერაციო ხარჯი – მარკეტინგის და გაყიდვების, ესაა “ქეშბექი”, შესვლის გადასახადი და ა.შ.
მეოთხე – მე ვიტყოდი, რომ ასიმეტრიული ურთიერთობებია ჯაჭვში, ზემოდან ქვემოთ. ფასწარმოქმნის ჯაჭვის ზემოთ მდგომი წერტილი უფრო პრივილეგირებულია და საკონტრაქტო ურთიერთობაში დომინანტია, რაც ქმნის მისთვის განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ფასის წარმოქმნისა და დომინანტობისთვის. ეს ასიმეტრიული ურთიერთობა თავის მხრივ იწვევს იმ ინფლაციურ წნეხს, რომელიც “ქეშბექის” და სხვა ინსტრუმენტების ზრდით არის გამოწვეული. საბოლოო ჯამში, ეს, ერთეულის ფასში აისახება და მომხმარებელი იხდის,” – აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.

კომისიის წევრები ხორცპროდუქტების, რძის პროდუქტების და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესებს შესახებ მსჯელობენ.

უახლესი

მსგავსი სტატიები