— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე” ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ! არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას
პოლიტიკა

შპს “მილმართის” (შემოქმედის ჩაი) დირექტორი: მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები იზრდება – მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის მოთხოვნა, ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, მეტად გადავერთოთ ექსპორტზე

შპს “მილმართის” (შემოქმედის ჩაი) დირექტორი: მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წელს, რაც დრო გადის, პრობლემები…

ჩვენ “შემოქმედის ჩაის” ბრენდით ვართ წარმოდგენილი 2011 წლიდან. მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდანვე, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად და რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება. ბოლო ორი წელია, იძულებული გავხდით, რომ უფრო მეტად გადავერთოთ ექსპორტზე, რაც ძალიან სამწუხაროა, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის საკმაოდ მოთხოვნა და პირადი ზარებიც არის, რატომ არ არის ჩვენი პროდუქცია ქსელებში ფართოდ წარმოდგენილი, – ამის შესახებ შპს “მილმართის” (შემოქმედის ჩაი) დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ქსელურ მარკეტებში არსებული დიდი ბარიერების გამო, ბოლო ოთხი თვეა, მისმა კომპანიამ პროდუქციის შეტანა შეაჩერა. მაისურაძის განმარტებით, ჩაის მწარმოებელ სხვა კომპანიებსაც გაყიდვების და რეალიზაციის პრობლემა აქვთ, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების მხრიდან მოთხოვნა მაღალია.

“პირდაპირ გეტყვით, ბოლო ოთხი თვეა, საერთოდ შევაჩერეთ შეტანა ქსელებში ამ პრობლემების გამო. ძირითად პრობლემებს დავამატებდი რომ არის სააქციო გადასახადი აქციების პერიოდში, რომელიც იმავე მეწარმეზე მოდის. ყველაზე კარგ პირობებში, დროში გაწერილი გადახდა რეალიზებული პროდუქციის და ყველაზე ცუდი – გაყინული თანხა. ჩვენს შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხებია გაყინული და ამის გამო მერე გვიწევს სეხის აღება. როგორც იცით, სეზონურია ჩვენი ჩაის წარმოება, რომელიც იწყება აპრილიდან და აპრილის დასაწყისში გვიწევს მაღალპროცენტიანი სესხის აღება.

ერთი თვეა, შევქმენით ჩაის მწარმოებელთა გაერთიანება, სადაც ასოციაციებიც შემოდიან, მისი პრეზიდენტი გახლავართ და ამ შემთხვევაში, შემიძლია თამამად ვისაუბრო მთლიანი სექტორის წარმომადგენლებზე – ყველას ეს პრობლემა აქვს: გაყიდვების, რეალიზების პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ გავაკეთოთ მონიტორინგი, ახლაც რომ დავრეკოთ, ან თქვენც გკითხოთ, თუ შეიძენდით ნატურალურ, ჯანსაღ პროდუქტს, ქართულ ჩაის ოჯახისთვის, ყველა სიამოვნებით დათანხმდება ამაზე და ამ დროს, რეალიზების პრობლემაა. იმის გამო, რომ რითეილებთან საკმაოდ დიდი ბარიერებია, მცირე და საშუალო მწარმოებლებს ძალიან უჭირთ [პროდუქციის] შეტანა, შემდეგ პოზიციონირება და გაგრძელება. ბევრი გაჩერდა, ბევრი გაკოტრდა, ბევრი ისევ ვაგრძელებთ თანამშრომლობას.” – განაცხადა გიორგი მაისურაძემ.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ… პოლიტიკა

ირაკლი კაკაბაძეს და ქეთი დევდარიანს შორის დაპირისპირება გრძელდება: “რომელი პარტიის გგონია შენ საპნის ოპერა? ეგრე ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე – “ჩემი ცოლის დაქალებზე”

2 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი ოპოზიციურ ალიანსზე: ნეშომპალად ქცეული მოძალადეების ნაშთი, რომელიც ერთი ჩამორეცხვაღა დარჩა

3 სთ წინ2 წთ
გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა… პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე ,,გახარიას პარტიას”: 2024 წლის 18 ნოემბერს, კოლექტიური ნაც.მოძრაობის ბარიერგადალახულმა დანაყოფებმა საქართველოს სანქცირება მოითხოვეს – ყოველთვის, როდესაც გამბედაობასა და პასუხისმგებლობაზე ისაუბრებთ, ამ უღირს წერილს შეგახსენებთ!

3 სთ წინ4 წთ