— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
მსოფლიო

შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას – რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით” სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია

შვეიცარიული მედია: ტრამპი ირანთან დაკავშირებით „პირველი რიგის დილემის“ წინაშე დგას – რეჟიმისთვის “თავის მოკვეთით”…

შვეიცარიული გამოცემა Neue Zürcher Zeitung-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანის წინააღმდეგ ომში მასიურ ესკალაციასა და საჰაერო დარტყმების მკვეთრ შეწყვეტას შორის მერყეობს, თუმცა, ზესახელმწიფოს ძნელად თუ შეუძლია საომარი მოქმედებების ცალმხრივი შეწყვეტა ჰორმუზის სრუტის გახსნის გარეშე.

როგორც გამოცემა წერს, უკვე ერთი თვეა, აშშ და ისრაელი დაუნდობელ საჰაერო ომს აწარმოებენ ირანის წინააღმდეგ. მათ მოკლეს უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი და გაანადგურეს ირანის ფლოტი, სარაკეტო ცენტრები და იარაღის ინდუსტრია. თუმცა, სტრატეგიულ დონეზე ვაშინგტონმა ჯერჯერობით დიდად ვერაფერს მიაღწია. პირიქით, რეჟიმის „თავის მოკვეთამ“, როგორც ჩანს, გააძლიერა თეირანში მკაცრი ხაზის მომხრეების გავლენა. ტრამპის ადმინისტრაციამ ბაზრების დასამშვიდებლად ირანის წინააღმდეგ ნავთობის სანქციების მოხსნა იძულებული გახდა. გამოცემის ცნობით, ჰორმუზის სრუტის შერჩევითი დახურვით, აშშ და მისი მოკავშირეები სერიოზული პრობლემის წინაშე დგანან, რომელიც ომამდე არ არსებობდა.

“მიმდინარე ვითარებაში ამერიკის პრეზიდენტს თითქმის აღარ დარჩა კარგი არჩევანი, თუ რეჟიმი დაბომბვებს კვლავ გაუძლებს: ომის მასშტაბური ესკალაცია, ზავი თეირანის პირობებით ან საჰაერო იერიშების ცალმხრივი შეწყვეტა. რომელ გზას აირჩევს დონალდ ტრამპი, ამ ეტაპზე მხოლოდ თავად მან იცის. რიტორიკულად ის ყველა ვარიანტს ღიად ტოვებს. ომის შედეგების შელამაზებითა და მიზნების გადახედვით, ის ნიადაგს ამზადებს, რათა ნებისმიერ შემთხვევაში ამომრჩევლებს ეს გამარჯვებად წარუდგინოს. ამავე დროს, ის თეირანს კიდევ უფრო დამანგრეველი საჰაერო იერიშებით ემუქრება”, – წერს Neue Zürcher Zeitung.