— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

სკოტ ბესენტი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვის მიზნით სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავს

სკოტ ბესენტი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვის მიზნით სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავს

ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შეზღუდვის მიზნით სანქციების გამკაცრებას არ გამორიცხავს.

როგორც ბესენტი აცხადებს, ეს უკრაინაში ომის დასრულებისთვის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. აღნიშნული განცხადება ბესენტმა აშშ-ის სენატის ფინანსური კომიტეტის მოსმენაზე გააკეთა.

„ჩვენ განვიხილავთ რუსეთის “ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას. პრეზიდენტმა უკვე დააწესა სანქციები „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ და ამან შედეგი მოიტანა. რუსეთი მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდა. მოლაპარაკებას გასულ შაბათს მეც ვესწრებოდი. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი“, – თქვა ბესენტმა.