— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
Uncategorized

სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს

სომხეთში რუს ბლოგერს სომხების შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო ბრალი წარუდგინეს

რუს ბლოგერ ნადეჟდა პიროჟკოვას სომხეთში ბრალი წარუდგინეს სიძულვილის ენის გამოყენების მუხლით მას შემდეგ, რაც გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვა იმის გამო, რომ სომხეთში ვარდავარის დღესასწაულის დროს მისი ნების საწინააღმდეგოდ წყალი შეასხეს.

ამავე ვიდეოში მან თავად დღესასწაული “აგრესიულად” მოიხსენია, ხოლო სომხები “ვირთხებს” შეადარა. გამოძიების შესახებ ინფორმაცია 29 ივლისს პოლონურმა რუსულენოვანმა მედია Vot Tak-მა სომხეთის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით გაავრცელა.

ვარდავარი სომხეთის ეროვნული დღესასწაულია, რომელიც სომხურ სამოციქულო ეკლესიასთან არის დაკავშირებული. მისი მთავარი ტრადიცია ქუჩაში წყლის შესხმაა, მათ შორის სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც.

პიროჟკოვამ, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთში 2025 წლიდან ცხოვრობს, დღესასწაულზე გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელში ივლისის დასაწყისში გამოაქვეყნა. ვიდეოში ის უკმაყოფილებას გამოხატავს წყლის შესხმის გამო მიუხედავად იმისა, რომ ხალხს უთხრა, რომ არ სურდა დღესასწაულში მონაწილეობა.

ამავე ვიდეოში მან ვარდავარს “სტუმრების მიმართ პირდაპირი აგრესია” უწოდა და სომხების მიმართ ზემოხსენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამებიც გამოიყენა.

ვიდეომ სწრაფად დააგროვა ათასობით ნახვა, რის შემდეგაც პიროჟკოვამ გაკეთებული განცხადებების გამო საჯაროდ მოიხადა ბოდიში.

“ვაცნობიერებ, რომ ბევრმა ეს სომეხი ხალხის მიმართ უპატივცემულობად აღიქვა და ამას გულწრფელად ვნანობ. მსგავსი განზრახვა არასდროს მქონია და არც ახლა მაქვს”, – დაწერა მან.

მისივე თქმით, ემოციური ვიდეო კონკრეტული სიტუაციის გამო ჩაწერა და იმ მომენტში საკუთარი განცდებიდან გამომდინარე საუბრობდა.

“იმ დროს თავს დაუცველად ვგრძნობდი და საკუთარი თავის დაცვა მინდოდა. გარდა ამისა, ვიდეოს გამოქვეყნებისას ხმას არ გადავამოწმე, თორემ ინტერნეტში არ მოხვდებოდა”, – აღნიშნა მან, სავარაუდოდ, იმ აუდიოფრაგმენტზე მითითებით, სადაც სომხებს “ვირთხებს” ადარებდა.

გამოძიების დასრულებამდე პიროჟკოვას შინაპატიმრობა შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი სიახლეები.

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა… Uncategorized

ირაკლი კირცხალია-ისლანდიაში 47% არ გამოვარდნილა და არ დაუწყია 53%-ისთვის იმის ძახილი, რომ პრორუსი ხარ, რევოლუციის მცდელობა არ ჰქონიათ

10 სექტემბერი3 წთ
Uncategorized

ლიზა გეგეჭკორი: ნია იმნაძემ და ანასტასია ბერუაშვილმა გიგა ავალიანი პირდაპირ გაწირეს, ასეთი შემზარავი ტრაგედიის ფონზე, „ნაცები“ გამოცვივდნენ და ამ გაუგონარი ბოროტების შემოქმედთა ადვოკატებად მოგვევლინნენ – მათი პოლიტიკური დნმ, მათი იდეოლოგია მკვლელობაზე, დაუსჯელ ძალადობასა და სადიზმზეა დაფუძნებული, მოძალადე ყოველთვის იზიდავს და იცავს მოძალადეს

6 აგვისტო3 წთ
ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და… Uncategorized

ნიკოლოზ სამხარაძე – შენი თანამოქალაქის გაჭირვება თუ უფრო ნაკლებ უბედურებად მიგაჩნია, ვიდრე უკრაინელის, მაშინ მორალსა და ზნეობაზე არ უნდა ილაპარაკო

5 აგვისტო2 წთ