— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია
პოლიტიკა

სოსო მანჯავიძე: ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო – ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა, ამ სულიერ მდგომარებაში მყოფი ადამიანი, ყოველ დილას იღვიძებს აზრით, თუ ვის რა ავნოს, როგორ მოწამლოს გარემო და რა ფორმით გამოხატოს უარყოფითი ემოციები

სოსო მანჯავიძე: ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო – ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს…

“ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტი ჩივის, ნაცებთან რატომ გვაიგივებენო. მათ საყურადღებოდ ვიტყვი, რომ ნაცი არ არის პარტიული კუთვნილება, ეს არის სულიერი მდგომარეობა. ამ სულიერ მდგომარებაში მყოფი ადამიანი ყოველ დილას იღვიძებს აზრით, თუ ვის რა ავნოს, როგორ მოწამლოს გარემო და რა ფორმით გამოხატოს უარყოფითი ემოციები.
ასეთი ადამიანები საკუთარ თავს არასოდეს უდგებიან კრიტიკულად, მათთვის უცხოა სინანული და პატიება- გული გაქვავებული და გაალმასებული აქვთ, სული-ბალღამითა და სიძულვილით სავსე, არაფერი ახარებთ, მხოლოდ სულიერი ქეცით გამოწვეული ქავილის ლანძღვა-გინებით ფხანა ანიჭებთ ერთგვარ შვებას .
ფხანით მიღებული სიამოვნება ნარკოტიკივითაა და მასზე დამოკიდებული ადამიანი დოზების ზრდის-ფხანით გულს და გონებას ისისხლიანებს-მიდის შეშლილობამდე
სხვათა შორის, სახსრების მოპოვების საკითხებშიც ნარკომანებივით მოქმედებენ-არანაირი ტაბუ მათთვის არ არსებობს.
მოკლედ იდეალური საკვები არიან დემონური სამყაროს ქვედა იერარქიებისათვის, რომლებიც, როგორც გადმოცემულია, სწორედ უარყოფითი ემოციების ენერგიებით იკვებებიან.
სამწუხაროდ მთელი კლასტერები გვყავს ასეთი შეპყრობილები, ლეგიონია მათი სახელი,” – წერს მანჯავიძე.