— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას საქართველოს მსყიდველუნარიანი ეკონომიკა 2012 წლის შემდგომი სულადობრივი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო სამეულშია და ევრაზიაში ლიდერობს დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ, შეუცვლელი დასაყრდენია

თამთა მეგრელიშვილი: საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს…

ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ წონას, კონტინენტის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების არქიტექტურაში, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისივე თქმით, EPC-ის სამიტი გახდა მორიგი დასტური იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება ევროპისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად.

„ერევანში მიმდინარე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტი, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მონაწილეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ წონას, კონტინენტის უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების არქიტექტურაში. ღონისძიება, რომელიც ევროპის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირებს მასპინძლობს, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს.
სამიტის მიმდინარეობამ აჩვენა, რომ საქართველოს მიმართ ევროპელი ლიდერების დამოკიდებულება თვისობრივად შეცვლილია.
მიუხედავად გარკვეული საჯარო, სიტყვიერი კრიტიკისა, კულუარებსა თუ სამუშაო შეხვედრებზე აშკარაა, რომ საქართველოს როლის მნიშვნელობას ყველა აღიარებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაციის ინტენსივობა და ევროპელი ლიდერების აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ევროპისთვის არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ შეუცვლელი დასაყრდენია.
საქართველოს განსაკუთრებული მნიშვნელობა ევროპისთვის, პირველ რიგში, დაკავშირებადობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში მდგომარეობს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო წარმოადგენს ხიდს, რომელიც ევროპას დასავლეთთან ეკონომიკური და სავაჭრო თვალსაზრისით აკავშირებს.
ეს „შუა დერეფნის“ ფუნქცია დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროპის ენერგეტიკული და ლოგისტიკური დამოუკიდებლობის გარანტია.
EPC-ის სამიტი გახდა მორიგი დასტური იმისა, რომ საქართველოს პრაგმატული და სახელმწიფოებრივ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკა შედეგისმომტანია. ჩვენი ქვეყანა რჩება ევროპისთვის უაღრესად მნიშვნელოვან პარტნიორად, რომლის პოტენციალსაც დასავლელი ლიდერები სულ უფრო მეტი დაინტერესებით პასუხობენ.“ – წერს მეგრელიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად სჭირდება საქართველო, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. თუ მათ აქვთ პრაგმატული გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა, ხელს უნდა აძლევდეთ საქართველოსთან სტაბილური ურთიერთობის ქონა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვხედავთ რა პრობლემებიც არის ევროკავშირის მთელ რიგ ქვეყნებში

14 წთ წინ3 წთ
არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ… პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე: პარტიები როდესაც გადიან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან, მათი საქმიანობის შეზღუდვა არის ლეგიტიმური და პირდაპირ შეესაბამება როგორც სტრასბურგის სასამართლოს სტანდარტებს, ისე შიდა კანონმდებლობას

15 წთ წინ6 წთ
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ… პოლიტიკა

დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ

20 სთ წინ2 წთ