— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი – ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო, ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება

თენგიზ შარმანაშვილი – ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო, ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან…

ადამიანი რომ დაიმონო, სახე უნდა დააკარგვინო. ერი რომ დაიმონო, საფუძვლები უნდა დააკარგვინო, რადგან შემდეგ არის მარტივი მისი დამორჩილება. ეკლესიისა და ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიებში მილიონები იხარჯებოდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი წუხს, დაკრძალვის ცერემონიაზე რატომ არ მიიწვიეს.

„სტიპენდიას სწორედ იმაში იღებს, რომ გამოსულიყო და ეთქვა, ეს პატრიარქი არ ვარგა, ახალი უნდა ავირჩიოთო. თქვა თუ არა? რაიმეს ვიგონებ და ვაბრალებ? მან თქვა, პროევროპელი პატრიარქი უნდა ავირჩიოთ, თორემ ეს კაცი ეკლესიას დაღუპავს, რადგან პრორუსიაო. პეტრე ცაავას უღირსი საქციელის მიუხედავად, რომელიც პატრიარქს წარმოუდგენელ სიგიჟეებს აბრალებდა, ქართველმა ხალხმა მოიწვია ეროვნული კრება და ქუჩაში ვიხილეთ. ყველას პასუხი გაეცა, რომ უღირსი ცილისწამების არ სწამთ, ყველაფერს ცრემლით გასცეს პასუხი. ამ ყველაფერს კიდევ თუ ვერ ხედავენ, ქართველი ხალხი მძიმედ უპასუხებს. მათდამი უარყოფითი დამოკიდებულება საუკუნეებს შემორჩება და ამასაც ვერ ხვდებიან. არ შეიძლება, ამ უდიდესი ადამიანის წინააღმდეგ ასე ისაუბრონ. იცით, უწმინდესი მამებს ეუბნებოდა, ვინც ჩემზე ცუდს ლაპარაკობს, მათი სია შემიდგინეთო. მამებმა თქვეს, გვეგონა, მათ წინააღმდეგ განცხადებას გააკეთებსო და უწმინდესმა გვიპასუხა, მათთვის უნდა ვილოცოო. ასეთ ადამიანს ლანძღავენ და ეწინაღმდეგებიან. ზოგიერთ ტელევიზიაში ბოღმის მთხეველი ადამიანი წინა ხაზზე გამოუშვეს. გამოუშვან. ცდებიან, თუ ჰგონიათ, ქულებს მოიმატებენ, რადგან ამას ქართველი ხალხი უარყოფითად უპასუხებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

13 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

16 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

16 სთ წინ3 წთ