— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი ? – არა

თენგიზ შარმანაშვილი: პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ხალხს კვარას წარმატების საერთო…

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თენგიზ შარმანაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის, ვიკა ბუკიას ფეისბუქ სტატუსს ეხმიანება, რომელსაც გაზიარებული აქვს უკრაინელი სპორტსმენის ვიდეო წარწერით: “ეს არის ნამდვილი სპორტსმენი და არა საქართველოს მსგავსი ჩვარი ფეხბურთელები.”

შარმანაშვილი თავის პოსტში იმ მიზეზებზე საუბრობს, რატომაც ვერასდროს ექნებათ წარმატება ბუკიას და სხვებს.

“რატომ ვერ ექნებათ წარმატება ვერასდროს ამათ. მოკლედ და უფასოდ: 1.ეკლესიას, რომელსაც დიდ პატივს სცემს საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ებრძვიან. რწმენაზე რომ არაფერი ვთქვათ, პრაგმატულადაც უაზრობაა მათი მხრიდან ამის კეთება ; 2. კვარაზეა საუბარი, ფეხბურთელებს რომ ახსენებენ. პირველად გახდა ქართველი ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი. ფოლკლორი იქმნება, სიმღერების სახით, ფრანგულ, ინგლისურ და სხვა ენებზე, მიუხედავად მათთვის სირთულისა, კვარაცხელიას გვარს გაიძახის მთელი სტადიონი. აღნიშნული სიამაყეს განაცდევინებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. ხალხს კვარას წარმატების საერთო სიხარულში თავისი სიხარულის წილი აქვს, შენ კი მიდიხარ და ზაბარნიზე ან სხვებზე (მაგათ არაფერს ვერჩი) ესაუბრები. მოგისმენს ამ საკითხზე ხალხი ? არა. სხვა თემებს აღარ შევეხები. მიხვდით ? მეტი არ არის ჩემი მტერი.”- წერს შარმანაშვილი.