— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ – ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრობიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე, მაგრამ არანაირი განსხვავება პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის

თენგიზ შარმანაშვილი: პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს, რევოლუციური პროპაგანდის…

“არ ვიცი, წაიკითხავენ ამას თუ არა პოლონეთის საელჩოში. მე არ გავუგზავნი. თუ მხოლოდ თავის მოსაწონ ადამიანებს უსმენენ, თავის საქმისა თავად იციან. პოლონეთი მუდამ იყო ჩემთვის შთაგონების წყარო, სოცბანაკში თავისუფლებითვის ბრძოლის ლიდერი. იოანე პავლე მეორე, მხოლოდ კათოლიკების რელიგიური ლიდერი არ იყო ჩემთვის, ის საბჭოთა კომუნისტური იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იყო. მე, როგორც მართლმადიდებელი, მის რელიგიურ შეხედულებებს ვერ გავიზიარებდი, მაგრამ მისი, როგორც პოლიტიკური მოღვაწის იდეები ძალიან მისაღები იყო ჩემთვის. ლეხ ვალენსამაც უდიდესი როლი ითამაშა კომუნისტური იდეოლოგიის მორყევაში და ამის არაღნიშვნაც არ იქნებოდა ობიექტური. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდშიც მუდამ ვგრძნობდით პოლონელების მხარდაჭერას და ამასაც ვაფასებ. მერე რა მოხდა? მერე, პოლონეთი მთლიანად გადაეშვა გლობალური რადიკალური დღის წესრიგის დამკვიდრების საქმეში. არც ერთხელ არ უცდია გაეგო, რა არგუმენტები გვქონდა ჩვენი სუვერენიტეტისა და იდენტობის დაცვისათვის. პოლონეთის მოქმედი ხელისუფლება ერთი ერთზე იმეორებს ევრობიუროკრატიის ნარატივს და არც კი მოსვლია აზრად, მოდი გავარკვიოთ, რა ხდება, რა ადარდებს ამ ხალხს. ახლა რევოლუციური პროპაგანდის ავანგარდობასაც აპირებენ საქართველოს მიმართ. ერთი შეხედვით, ჰერჩინსკი ევრობიუროკრატიიდან არის და პოლონეთს არ ეხება ეს საქმე თითქოს, მაგრამ არანაირი განსხვავება, თუნდაც ტაქტიკური, პოლონეთის ოფიციალურ პოზიციასთან არ არის. ცუდია, რომ ამ უსამართლო პოლიტიკას აქ პოლონელის ხელით აკეთებენ. გასაგებია, რომ საერთაშორისო პოლიტიკაში მუდმივი მტრები და მუდმივი მეგობრები არ არსებობენ, მაგრამ დამერწმუნონ, რომ მუდმივი ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენთან ასეთი დამოკიდებულება არ არის სწორი. ეს ისე, თორემ გულუბრყვილო არა ვარ და არ მგონია, რომ უახლოეს მომავალში რამე შეიცვლება და პოლონეთის ხელისუფლება რამეს გადახედავს ევრობიუროკრატიის თანხმობის გარეშე დამოუკიდებლად. მე კი დავრჩები პოლონეთის პატივისმცემელ , თუმცა რეალისტ ადამიანად,” – წერს შარმანაშვილი.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ