— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

თენგიზ შარმანაშვილი – ვიდრე განაჩენი დადგებოდა, ხოშტარიას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა, როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა

თენგიზ შარმანაშვილი – ვიდრე განაჩენი დადგებოდა, ხოშტარიას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა, როცა…

ვიდრე განაჩენი დადგებოდა, მას გირაო შესთავაზეს, მაგრამ თავი ჟანა დ’არკად წარმოგვიდგინა, რომ ამას უკანონო ხელისუფლებისგან არავითარ შემთხვევაში არ მივიღებ, ამას და იმას ვიზამო, თვითდაპატიმრების პირველი ეტაპი მაშინ გამოავლინა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პირობითი სასჯელის გამოყენებისთვის კანონი ერთ პირობას აწესებს, დანაშაული უნდა აღიარო.

„შემდეგ, პრეზიდენტმა თქვა, ვინც აჩვენებენ, რომ არაკანონიერი გზით სიარულს არ აპირებენ, მათ შეწყალებაზე დავფიქრდებიო. პირობითი სასჯელის გამოყენებისთვის კანონი ერთ პირობას აწესებს, რომ დანაშაული უნდა აღიარო და სასჯელს გარეთ მოიხდი. ამაზეც უარს ამბობს. თუ ეს გზა თავად აირჩია, ჩვენ თავი დაგვანებოს. ხომ არის წამებული რაინდი, ჰოდა, როგორმე წელიწად-ნახევარი აიტანოს, ისევ თავისი ქცევის გამო, რაც გააკეთა, ჯერ დანაშაული ჩაიდინა და შემდეგ კანონს ისეთ საშუალებას არ აძლევს, სახელმწიფომ რომც მოინდომოს, რაიმე ნაბიჯი გადადგას. ვერანაირი გამოძიება და სასამართლო ნაბიჯს ვერ გადადგამს, თუ ეს იმ ადამიანს არ სურს ან საქციელს ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი თავად აირჩია და რა ვთქვა? ადამიანი ამბობს, გარეთ რომ გამოვალ, დანაშაულებრივ საქმიანობას გავაგრძელებო. ამას სიტყვით კი არ ამბობს, ქცევით აკეთებს. ხელისუფლების გადაწყვეტილებებს არ ცნობს, თავს დამნაშავედ არ გრძნობს,  სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ცნობს, რა გგონიათ, სიტყვასიტყვით უნდა თქვას, რომ გამოვალ, დანაშაულების ჩადენას გავაგრძელებო? მოსამართლე საქმეს რომ უყურებს, ხვდება, რა ტიპის ადამიანთან აქვს საქმე. შეგიძლია, სხვისი ქონება ფლომასტერითაც დააზიანო, ქვითაც. მან ქონება დააზიანა. ეუბნებოდნენ, რომ ეს სისხლის სამართლის დანაშაული იყო და მან ეს მაინც გააკეთა, ეს მისი არჩევანია. როგორც კი ვინმეს სიტყვა დაცდებოდა, რომ შუამდგომლობა დაეყენებინა, ციხიდან არზებს აგზავნიდა, ჩემი გათავისუფლებისთვის რაიმეს გაკეთება არ გაბედოთო. არავინ მოგატყუოთ, რომ მოსამართლემ პიროვნება არ უნდა გაითვალისწინოს. ჯარიმა ვერ დააკისრესო? როგორ დაეკისრებინა ჯარიმა, რომელიც ამბობს, რომ არაფერს ინანიებს და რომ გამოვა, კაცმა არ იცის, რას გააკეთებს. არავითარი პოლიტპატიმარი არ არის და სასჯელს მოიხდის, რომელიც უნდოდა, რომ მოეხადა. ქალი რომ არის და ოთხი შვილის დედა, თვითონ იცის? როცა რაღაცას აკეთებს, თავად დაფიქრდა, რომ ოთხი შვილის დედა და ქალია? მოუწოდეს, ქალი ხარ და ოთხი შვილის დედა, ციხეში შენი ადგილი არ არის, თუ გირაოს გადაიხდიო, უპასუხა, არ მინდაო. საპატიმროს სასჯელი მიიღო, თავად გადაწყვიტა. პირობით სასჯელს ვერ გამოიყენებ, თუ დანაშაულს არ აღიარებს. როცა რაღაცას აკეთებს, თავად უნდა ახსოვდეს, რომ ქალი და ოთხი შვილის დედაა“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

13 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

15 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

16 სთ წინ3 წთ