— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

The Independent: ევროკავშირი იძიებს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის ჩატში საიდუმლო ჯგუფურ საუბარს, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, „ტრამპთან გამკლავების გზებს“ განიხილავდნენ

The Independent: ევროკავშირი იძიებს ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს შორის ჩატში საიდუმლო ჯგუფურ საუბარს, სადაც, გავრცელებული…

ბრიტანული გამოცემის The Independent-ის ინფორმაციით, ევროკომისია გამოძიების ქვეშ მოექცა საიდუმლო ჯგუფური ჩატის გამო, რომელშიც მონაწილეობდნენ ურსულა ფონ დერ ლაიენი, ვოლოდიმირ ზელენსკი და რამდენიმე ევროპელი ლიდერი, განხილვის თემა კი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ურთიერთობის სტრატეგიები იყო.

არსებული ინფორმაციით, ამ ჯგუფში შედიოდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. თუმცა ჩატის შინაარსი კონფიდენციალური დარჩა მას შემდეგ, რაც ევროკომისიამ მედიაორგანიზაციის მოთხოვნა მიმოწერაზე წვდომის შესახებ უარყო.

„ომბუდსმენმა ტერეზა ანჟინიომ გასულ პარასკევს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით აცნობა, რომ დაიწყებდა გამოძიებას მოთხოვნის განხილვის პროცესთან დაკავშირებით, რათა დაედგინა, გამოავლინა, თუ არა კომისიამ გამჭვირვალობის ნაკლებობა. ჰოლანდიურმა საგამოძიებო ორგანიზაციამ „Follow the Money“-მ იანვარში მოითხოვა მიმოწერაზე წვდომა, თუმცა კომისიამ უარი განაცხადა იმ საფუძვლით, რომ მისმა გამოქვეყნებამ შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ევროკავშირის ურთიერთობებს ბლოკის გარეთ მყოფ ქვეყნებთან. გამოძიება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება, ხოლო კომისიის წარმომადგენლებსა და ანჟინიოს შორის შეხვედრა მხოლოდ ივლისის შუა რიცხვებისთვის არის დაგეგმილი“, – წერს The Independent-ი.

მარტის დასაწყისში ჯგუფურ ჩატებზე წვდომაზე უარის თქმის თავდაპირველ გადაწყვეტილებაში კომისიამ განაცხადა, რომ „მუდმივი არაფორმალური და პირადი კონტაქტი იყო მესამე ქვეყნების სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებთან როგორც ზეპირად, ასევე წერილობით“. კომისიამ განაცხადა, რომ ამ მიმოწერაზე წვდომა არ შედიოდა საზოგადოებრივ ინტერესში. გამოცემა Politico-მ ე.წ. „ვაშინგტონის ჯგუფის“ შესახებ პირველად იანვარში დაწერა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ლიდერები ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიდნენ ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი რაიმე პოტენციურად საზიანო განცხადებას, ან ქმედებას ახორციელებდა.

„როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება, კოორდინაცია რთულდება და ეს ჯგუფური ჩატი ნამდვილად ეფექტიანია“, – განუცხადა წყარომ გამოცემას. „ეს ბევრს ამბობს პირად ურთიერთობებზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი“. ჯგუფი, რომელიც აღწერილია, როგორც „არაფორმალური, მაგრამ აქტიური“, შეიქმნა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლს გასული წლის აგვისტოში ეწვივნენ.