თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
მსოფლიო

The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია – აშშ–საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით

The National Interest: შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია –…

შეერთებული შტატებისთვის საქართველოსთან ურთიერთობების აღდგენა ყველაზე გონივრული პოლიტიკური არჩევანია,  – წერს ამერიკული ონლაინ-გამოცემა  The National Interest-ი, სტატიაში სათაურით: „რატომ უნდა აღადგინოს აშშ-მა ურთიერთობები საქართველოსთან“.

სტატიის თანახმად, საქართველო, პოლიტიკისა და პროგრამების თვალსაზრისით, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული ტრამპის ადმინისტრაციის იდეოლოგიურ პოზიციასთან. აშშ-საქართველოს ალიანსის განახლების არგუმენტი კიდევ უფრო გამყარდა ადმინისტრაციის 2025 წლის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიით (NSS), რომელიც ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის აქსიომატური ხედვიდან საგარეო პოლიტიკის შემუშავების „ცივილიზაციური“ მიდგომისკენ გადასვლას მიანიშნებს.

„NSS სწორად განსაზღვრავს ევროპას, როგორც დასავლური სამყაროს ცივილიზაციურ ბირთვს, რომელიც 1945 წლიდან აშშ-ის ლიდერობის ქვეშ იმყოფება. ამ კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და, შესაძლებლობის ფარგლებში, მისი პოლიტიკური და დემოგრაფიული აღორძინება განიხილება როგორც სტრატეგიული იმპერატივი ვაშინგტონის პოლიტიკაში მისი დასავლელი მოკავშირეების მიმართ.

ეს ჩარჩო სრულად თანხვედრაშია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მსოფლმხედველობასთან, რომელიც მართლმადიდებელ ქრისტიანობას, საქართველოს ეროვნულ მემკვიდრეობას და სუვერენიტეტის დაცვას ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციურ სივრცეში თავის სამ ძირითად საყრდენად მიიჩნევს. ამგვარად, თბილისი მოქმედებს ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის ფორმის ფარგლებში, რომელიც ერთდროულად არსებითად ქართულია და თანხვედრაშია ვაშინგტონის ახალ ცივილიზაციურ პრიორიტეტებთან. და, ბრიუსელისა და ბერლინისგან განსხვავებით, ტრამპის ვაშინგტონი, როგორც ჩანს, ამ ღირებულებებს უგულებელყოფით არ უყურებს,“ – ვკითხულობთ სტატიაში.

ასევე, აღნიშნულია, რომ საქართველოს, როგორც აშშ-ის მოკავშირის გამოცდილება, კიდევ უფრო ამყარებს ორმხრივ ურთიერთობებში უფრო „ცივილიზაციურად“ ორიენტირებული გადატვირთვის დაწყების არგუმენტს. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამერიკის იმიჯი კვლავაც განისაზღვრება როგორც მისი ცივი ომის დროინდელი მემკვიდრეობით,  როგორც დასავლური, არაკომუნისტური სამყაროს „გარანტორის“, ასევე თანამედროვე გარემოებებით. ამერიკასთან ძლიერი ურთიერთობები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია „გეოპოლიტიკურ დასავლეთში“ კუთვნილებისთვის, თუმცა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ლიბერალურ-პროგრესული იდეოლოგიის დასავლურმა პროპაგანდამ ნაწილობრივ დააზიანა ეს რეპუტაცია.

„საქართველოს მთავრობის მიერ ტრადიციონალისტური კონსერვატიზმის ადრეული მიღება შეიძლება გავიგოთ, როგორც ქართული იდენტობის (ანუ დემოკრატიული თვითგამორკვევის) და საერთო ევროპული – და შესაბამისად, დასავლური – ღირებულებებისადმი ერთგულების გულწრფელი დაპირება – მაშინაც კი, როდესაც ისინი, როგორც ჩანს, დავიწყებული იყო მათი სავარაუდო დამცველების მიერ. თუმცა, NSS-ის მიერ უზრუნველყოფილი გადაჯგუფება პოლიტიკური დაახლოების კარს ხსნის, რაც ვაშინგტონს იდეოლოგიურად მორგებულ ევროპელ პარტნიორს სთავაზობს, რომელიც მზადაა არა მხოლოდ ამ ალიანსის აღორძინება, არამედ მისი თანამედროვე რეალობებთან ადაპტირებაც.“ – წერს The National Interest-ი.