— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

The Wall Street Journal: ტრამპი ირანის ომში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ნატოს გარკვეული ქვეყნების დასჯას განიხილავს

The Wall Street Journal: ტრამპი ირანის ომში მხარდაჭერის ნაკლებობის გამო ნატოს გარკვეული ქვეყნების დასჯას განიხილავს

ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს გეგმას ნატოს იმ წევრი ქვეყნების დასასჯელად, რომლებმაც ირანის ომის დროს აშშ-ს დახმარება არ გაუწიეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal-ი ადმინისტრაციის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წინადადება ითვალისწინებს აშშ-ის ჯარების გაყვანას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომლებიც ირანის ომში ნაკლებად დამხმარედ მიიჩნევიან, და მათ განთავსებას იმ ქვეყნებში, რომლებიც უფრო მეტად უჭერდნენ მხარს აშშ-ის სამხედრო კამპანიას.

ეს ინიციატივა ბევრად უფრო მსუბუქია პრეზიდენტ ტრამპის ბოლოდროინდელ მუქარებთან შედარებით, რომლებიც ალიანსიდან აშშ-ის სრულ გამოყვანას ეხებოდა – რისი გაკეთებაც მას, კანონის თანახმად, კონგრესის გარეშე არ შეუძლია.

გეგმა, რომელიც ბოლო კვირების განმავლობაში ვრცელდებოდა და რომელმაც ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შორის მხარდაჭერა მოიპოვა, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ადრეულ ეტაპზეა და ერთ-ერთია იმ რამდენიმე ვარიანტიდან, რომლებსაც თეთრი სახლი ნატოს დასასჯელად განიხილავს.

ეს ხაზს უსვამს ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპელ მოკავშირეებს შორის მზარდ განხეთქილებას, რაც პრეზიდენტის მიერ ირანთან ომის დაწყების გადაწყვეტილებას მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

11 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ