თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა- დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ

თორნიკე მოლაშვილი: ცოტნე ივანიშვილს უსაუბრია „ქართველ“ აგენტებზე და თითქოს ყველას სათქმელი თქვა- დიახ, ქართველი ხალხი ვერ…

„დიახ, ქართველი ხალხი ვერ დაიქირავებს იმ პოლიტიკოსს, რომელიც უკვე დაქირავებულია უცხო ძალის მიერ. უფრო სწორად, დაქირავებული კი არ არის, არამედ ამ ხალხმა სული მიჰყიდა სხვათა ინტერესის მსახურს. ამიტომ, ქართველი ხალხისთვის და საქართველოსთვის ეს ხალხი, კოლექტიური სააკაშვილები, გვარამიები და ბოკერიები არასოდეს არაფერს არ გააკეთებენ. არ გააკეთებენ და ვერც გააკეთებენ, რამეთუ მათი გაქირავებული გონება სხვა ძალას ემსახურება. დაახლოებით ისე ჩანს, რომ გათხოვილმა ქალბატონმა გაცნობის გაზეთში რომ განცხადება გამოაქვეყნოს და პარალელური ქმრის ძებნა დაიწყოს… არაჯანსაღი ხალხია, ქვეყნისთვის არაფრის მომტანი და რაც უფრო მალე და სწრაფად განეიტრალდებიან უცხო ქვეყნის სამსახურში მყოფი „პოლიტიკოსები“, მით მალე დაისვენებს საქართველო“- განაცხადა მოლაშვილმა.

ცნობისთვის, ცოტნე ივანიშვილს კითხვა დაუსვეს, რამდენად სწორია პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ისეთი ტერმინებისა და იარლიყების გამოყენება, როგორიცაა აგენტი, რაზეც მან უპასუხა: „ნებისმიერი პოლიტიკური ძალა, რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას, აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს, პირველ რიგში, მის მოსახლეობას. თუ ვამბობთ, რომ მოსახლეობა არის ის, ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის, რომ მას მოემსახუროს, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები, ვინც სხვის მიერ არიან ნაქირავები. შესაბამისად, შეუძლებელია, რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ, რადგან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება. შეიძლება, ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივაბათ, რომ შეუძლებელია საზოგადოებამ იქირაოს ის, ვინც უკვე ნაქირავებია.“

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

2 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

2 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

2 დღის წინ2 წთ