თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: 9-წლიანი მმართველობის,  12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და  რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი პოლიტიკური მისწრაფება, იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის

თორნიკე ფაღავა: 9-წლიანი მმართველობის, 12-წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის შემდეგ…

9 წლიანი მმართველობის,  12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და  რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

უშუალოდ განცხადების გაკეთებამდე თორნიკე ფაღავამ გასული დღეები „შთამბეჭდავ ისტორიულ დღეებად“  შეაფასა, რაც მისი თქმით,  წარმოადგენს მკაფიო პასუხს ქართველი ერის  მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაზე.

„სანამ უშუალოდ განცხადებაზე გადავალ, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ უპრეცედენტო ერთობას, რაც სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, აჩვენა ჩვენმა საზოგადოებამ. ეს იყო შთამბეჭდავი, ისტორიული დღეები, როცა ყველამ იხილა ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია რწმენის, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციული ღირებულებების.

ეს გახლდათ მკაფიო, მტკიცე პასუხი იმ თავდასხმებსა და ეკლესიის წინააღმდეგ წარმოებულ აღვირახსნილ კამპანიაზე, რასაც საზოგადოება წლების განმავლობაში ხედავდა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

თორნიკე ფაღავას განცხადებით, უკვე წლებია, რაც ოპოზიციის მტრული საქმიანობა გრძელდება საქართველოს წინააღმდეგ.

„წლებია  გრძელდება მათი მტრული ქმედებები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ. ჩვენი ქვეყნისათვის ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, მაშინ როდესაც საქართველოს ევროპული მისწრაფების პრაქტიკული განმტკიცებისთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიეღო, რადიკალური ოპოზიცია ევროკომისიაში,  ოთახ-ოთახ დადიოდა  და საჯაროდ მოითხოვდა, რომ ქართული სახელმწიფოსთვის ეს სტატუსი არ მიენიჭებინათ.

მაშინ, როდესაც ომის გეოგრაფიის გაფართოების რეალური საფრთხე არსებობდა, რაც დღემდე რეალურია, ღიად და საჯაროდ მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, ძველი, საბჭოთა შეიარაღება გადაგვეცა უკრაინისათვის, რაც დამანგრეველ, გამოუსწორებელ შედეგს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას.

რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან მალევე, ასევე უტიფრად აბრალებდნენ ჩვენ სამშობლოს, რომ ქვეყანა არის ე.წ შავი ხვრელი და გამოიყენებოდა სანქციებისთვის გვერდის ასავლელად,  მათ შორის, სულ ახლახან ყულევის პორტთან დაკავშირებით ავრცელებდნენ დეზინფორმაციას. ამ უტიფარი დეზინფორმაციული საერთაშორისო კამპანიის საწინააღმდეგოდ, ხელისუფლებამ არაერთხელ მიიღო მადლობა პარტნიორებისგან, მათ შორის ევროკავშირი სპეციალური წარმომადგენლისგან, რომელიც საქართველოს მიერ სანქციებთან დაკავშირებით, უმაღლეს დონეზე გამოხატულ ერთგულებასა და კონკრეტულ ნაბიჯებზე მიუთითებს.

დღეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ვითარება უაღრესად დაძაბულია ღიად და სისტემურად აწარმოებენ კამპანიას, თითქოს საქართველოში  ტერორისტების ე.წ სასწავლებელი ფუნქციონირებს.

არ ვიცი, მართლაც ძალიან რთულია ამ ყველაფერს ერთი, კონკრეტული სახელი უწოდო.  არის ეს უსამშობლობა, უცხო ქვეყნის აგენტობა თუ მავნებლობა?! ალბათ სამივე ერთად.

ჩვენს საზოგადოებას შევახსენებ, რომ ზემოთ მოყვანილ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებში იძებნება, მათ შორის არსებობს ოპოზიციონერ ლიდერთა  ვიდეომიმართვები,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

ფაღავას თქმით,  ქართველებისთვის მნიშვნელობა აღარ აქვს  ოპოზიცია გაერთიანდება, თუ დაიშლება, რამდენადაც  მათი პოლიტიკური მისწრაფება ჩანასახშივე განწირულია მარცხისთვის.

„დასასრულს მინდა გითხრათ, რომ 9 წლიანი მმართველობის,  12 წლიანი რადიკალური ოპოზიციონერობის და  რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობის  შემდეგ, რადიკალურმა ოპოზიციამ, ქართული საზოგადოებისთვის, პოლიტიკური გემოვნების კატეგორიიდან უკვე მორალური წითელი ხაზის კატეგორიაში გადაინაცვლა, შესაბამისად მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან ისინი თუ დაიშლებიან, მათი ნებისმიერი  პოლიტიკური მისწრაფება, იმთავითვე განწირულია გამოუსწორებელი მარცხისთვის  და ასე იქნება მუდამ,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

1 დღის წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

1 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

1 დღის წინ2 წთ