— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
დიმიტრი სამხარაძე: განულებული ოპოზიციის მარცხით გამწარებულები ჩვენს გუნდში ცდილობენ ლაჩრების პოვნას და გუნდის წინააღმდეგ ალაშქრებას- “ქართული ოცნების“ არცერთ ერთგულ ჯარისკაცს არ ვუვიწყებთ ბრძოლას, მაგრამ გუნდისთვის ზიანის მომტანებს, მოსყიდულებს მოვექცევით ისე, როგორც იმსახურებენ ზურაბ გირჩი ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა
პოლიტიკა

ტრამპი ირანს ვენესუელის ბედის გაზიარებით ემუქრება

ტრამპი ირანს ვენესუელის ბედის გაზიარებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანი იგივე ბედს გაიზიარებს, რასაც ვენესუელა, თუ სწრაფად არ დათანხმდება გარიგებას და ბირთვულ იარაღზე უარს არ იტყვის.

„ირანისკენ უზარმაზარი არმადა მიემართება. ის მოძრაობს სწრაფად, დიდი ძალით, ენთუზიაზმითა და მიზნით. ავიამზიდ „აბრაამ ლინკოლნის“ მეთაურობით ფლოტი იმაზე უფრო დიდია, რაც ვენესუელაში იყო გაგზავნილი. ვენესუელის შემთხვევის მსგავსად, ის მზად არის და შესწევს ძალა შეასრულოს მისია, საჭიროების შემთხვევაში მიმართოს ძალადობას. იმედი მაქვს, რომ ირანი სწრაფად „დაჯდება მოლაპარაკებების მაგიდასთან“ და დადებს სამართლიან და თანაბარუფლებიან შეთანხმებას – არა ბირთვულ იარაღს – რომელიც ყველა მხარისთვის იქნება მისაღები. დრო იწურება. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს!“, – დაწერა ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.

თეთრი სახლის ლიდერმა გასული წლის ივნისში ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა გაიხსენა და დასძინა, რომ, თუ თეირანი ახლაც უარს იტყვის გარიგებაზე, „შემდეგი დარტყმა იქნება ბევრად უარესი“.