აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კანადური წარმოების თვითმფრინავებზე 50-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს, თუ კანადა ამერიკულ თვითმფრინავებს არ იყიდის.
ტრამპის თქმით, კანადამ ამერიკაში წარმოებული Gulfstream-ის ტიპის თვითმფრინავების გაყიდვა აკრძალა. ამის გამო ის 50-პროცენტიან ტარიფებს დააწესებს, თუ სიტუაცია არ გამოსწორდება.
„იმის გამო, რომ კანადა არამართლზომიერად, უკანონოდ და დაჟინებით უარს აცხადებს Gulfstream 500, 600, 700 და 800-ის – რაც კი ოდესმე შექმნილა ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ტექნოლოგიურად განვითარებული თვითმფრინავების სერტიფიცირებაზე – ჩვენ მათი Bombardier Global Express-ისა და კანადაში წარმოებული ყველა თვითმფრინავის სერტიფიცირებას ვაუქმებთ მანამ, სანამ მსხვილი ამერიკული კომპანია Gulfstream-ი სრულად სერტიფიცირებული არ იქნება“, – დაწერა ტრამპმა.




