ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრი მიესალმება წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას ევროკავშირის ცენზურის შესახებ

ცენტრალური ევროპის კვლევითი ცენტრი MCC Brussels-ი მიესალმება აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის შუალედურ დასკვნას ევროკავშირის ცენზურის შესახებ.

კვლევითი ცენტრი ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ კონგრესმა მტკიცებულებებით დაადასტურა ის, რასაც MCC Brussels-ი წლების განმავლობაში საკუთარი კვლევების საფუძველზე ამბობდა.

კვლევითი ცენტრის განცხადებით, ვაშინგტონში გამაოგნებელი დეტალებით დაადასტურეს, რომ ევროკავშირის მხრიდან კონტროლი არა მხოლოდ ბიუროკრატიული ინიციატივა, არამედ მიზანმიმართულად გაანგარიშებული თავდასხმაა დემოკრატიაზე.

„MCC Brussels-ი წლების განმავლობაში ავრცელებდა გაფრთხილებას, რომ ევროკავშირი ქმნის კომპლექსურ, ფარულ და ავტორიტარულ „ცენზურის საოპერაციო სისტემას“, რომელიც ევროკავშირის ელიტის ელექტორატისგან დაცვას ემსახურება. ვაშინგტონში გამოვლენილი მიგნებები გამაოგნებელი დეტალებით მოწმობს, რომ ევროკავშირის ნარატივის კონტროლის რეჟიმი არა უბრალოდ ბიუროკრატიული ინიციატივა, არამედ მიზანმიმართული თავდასხმაა დემოკრატიაზე. წარმომადგენელთა პალატის იურიდიულმა კომიტეტმა გაასაჯაროვა მსხვილი ტექნოლოგიური პლატფორმების შიდა კომუნიკაციები, რომლითაც დაიმსხვრა ევროკავშირის მთავარი არგუმენტი, თითქოს ეს პრაქტიკა ნებაყოფლობითია. ჩვენ დიდხანს ვამბობდით, რომ ეს კანონები რეალურად „ტროას ცხენია“ იურიდიულად სავალდებულო ცენზურისთვის. აშშ-ის გამოძიებამ ეს დაამტკიცა“, – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი

მსგავსი სტატიები