წეროვანში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ, მდინარე ნარეკვავის კალაპოტის გაწმენდა აქტიურად მიმდინარეობს. პროექტი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში ხორციელდება. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 700 000-მდე ლარით ფინანსდება.
პროექტის მიმდინარეობას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, მცხეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.




