— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
პოლიტიკა

“უნივერსამის” დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, “ქეშბექები” გამომდინარეობს დისტრიბუციისგან – მათ მიერ შემოთავაზებული ყველა “ქეშბექი” და ფასდათმობა, გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას

“უნივერსამის” დამფუძნებელი იოსებ ღუდუშაური: ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, “ქეშბექები” გამომდინარეობს დისტრიბუციისგან –…

ყველაზე აქტიურად დგას “ქეშბექების” საკითხი, რაზეც აპელირებენ სადისტრიბუციო კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ეს მაღალია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ აქ წარმოდგენილი კომპანიები და ქსელები წამყვან როლს ვთამაშობთ ამ საქმეში, ანუ, ჩვენ ვერ ვკარნახობთ ბაზარს ფასს, მძაფრ კონკურენციაში ვართ ერთმანეთთან, – განაცხადა “უნივერსამის” დამფუძნებელმა, იოსებ ღუდუშაურმა, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე.

მისი განცხადებით, სადისტრიბუციო კომპანიების მიერ შემოთავაზებული ყველა “ქესბექი” თავის მხრივ, გულისხმობს მათი მხრიდან კონკურენტების ჩამოშორების მცდელობას, შესაბამისად, საბოლოოდ, დიდ ქსელებს ეძლევა საშუალება, რომ მაქსიმუმი მოითხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას.

“კონკრეტულად ეს “ქეშბექები” გამომდინარეობს დისტრიბუციისგან – მე არ მინდა, ჩემს პარტნიორებზე ნეგატიურ კონტექსტში ვისაუბრო, მაგრამ, მათ მიერ შემოთავაზებული ყველა “ქეშბექი” და ყველა ფასდათმობა, თავის მხრივ გულისხმობს მათივე მხრიდან კონკურენტის ჩამოშორების მცდელობას. თუ რომელიმე დისტრიბუცია რაღაც ფასს ან რაიმე კომერციულ პირობას გაძლევს, ამას ტყუილად არ იძლევა – ამ “ქეშბექის” უკან დგას მათი განზრახვა, რომ შეასუსტონ თავიანთი კონკურენტები. ეს ქსელებს, განსაკუთრებით – დიდ ქსელებს, აძლევს საშუალებას, რომ მაქსიმუმი მოსთხოვონ ამ ფასდაკლებიდან, რაც საბოლოოდ, იწვევს ფასის ზრდას,” – აღნიშნა ღუდუშაურმა.

მან ასევე განმარტა, რომ კომპანიებს არ სურთ, დისტრიბუტორის მიერ შეთავაზებული კომერციული პირობები, სხვა ქსელებისთვისაც ცნობილი იყოს, ამიტომაც ისინი ამჯობინებენ “ქეშბექის” სქემას, ვინაიდან, ეს იძლება საშუალებას, კომერციული პირობა სხვებისთვის უცნობი დარჩეს.

“ჩემი შეხედულებით, “ქეშბექი”, ეს არის შეფარული ფასდაკლება და რას გულისხმობს ეს კონკრეტულად: კომპანიებს არ სურთ, რომ კომერციული პირობები, რომელსაც ჩვენ დისტრიბურორი გვაძლევს, ცნობილი იყოს სხვადასხვა ქსელებისთვის, ამიტომ, “ქეშბექის” ჭრილი ბუნდოვანია, ამას ვერ იგებს ადამიანი, რომელიც შედის rs.ge-ზე, ანუ, კომერციული პირობა უცნობია და ეს არის მათივე შემოთავაზებული სქემა, თორემ, ჩემთვის მაგალითად, სულ ერთია, “ქეშბექს” მოვთხოვ თუ ფასდაკლებას,” – განაცხადა იოსებ ღუდუშაურმა.

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ

10 სთ წინ2 წთ
ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან… პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი

10 სთ წინ2 წთ
ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება

10 სთ წინ3 წთ