თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
“ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს ლადო სადღობელაშვილი: ყველა მცდელობა, იპოვონ რაღაც „ფარული ბერკეტი“ თუ „ინსაიდერული ინფორმაცია“ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, თავიდანვე განწირულია კრახისთვის. როდესაც პოლიტიკურ პროცესს საფუძვლად უდევს არა პერსონალური ინტერესები ან კულისებსმიღმა გარიგებები, არამედ ეროვნული სუვერენიტეტი და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა, იქ შანტაჟის ენა უბრალოდ არ მუშაობს პროკურორი – ნანუკა ჟორჟოლიანმა ისევე, როგორც სხვებმა, მიუთითა, რომ არანაირი ინფორმაცია ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობასთან დაკავშირებით არ გააჩნია და მანაც ამ პიროვნების შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყო
პოლიტიკა

ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე

ვახტანგ თურნავა: იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის…

“იტალიის რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გავმართეთ სენატის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომისიის პრეზიდენტთან, მაურიციო გასპარისთან. ასევე სენატში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის პრეზიდენტთან, მარკო სილვესტრონისთან”- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვახტანგ თურნავამ.

მისი თქმით, “შეხვედრების ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველო-იტალიის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე”.

მანვე აღნიშნა, რომ იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ საქართველო მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია.

“მთავარი განსახილველი თემები რეგიონული უსაფრთხოება და მიმდინარე გეოპოლიტიკური პროცესები იყო — საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი, რუსეთ-უკრაინის ომი და ირანის ირგვლივ განვითარებული მოვლენები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც სამხრეთ კავკასიაზე, ასევე ევროპულ უსაფრთხოებაზე. საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის, კერძოდ იტალიის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით. ამასთან, განვიხილეთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებული გამოწვევები და იტალიელ კოლეგებს ვთხოვეთ, აქტიურად შეუწყონ ხელი ბრიუსელსა და თბილისს შორის კონსტრუქციული დიალოგის გაგრძელებას.
იტალიელმა პარტნიორებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერა და აღნიშნეს, რომ ჩვენი ქვეყანა მათთვის პრიორიტეტული პარტნიორია. მათივე განცხადებით, მომავალშიც გააგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას, მათ შორის რთულ და კრიტიკულ საკითხებშიც. ვიზიტი გრძელდება და დამატებითი შეხვედრებიცაა დაგეგმილი”- განაცხადა თურნავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები.

პოლიტიკა

“ასავალ/დასავალის” ჟურნალისტი დომენტი ჩუბინიძე: ან მე, ან ღარიბაშვილმა, ან ნანუკა ჟორჟოლიანმა რა უნდა ვიცოდეთ ლაზარე ჯორბენაძეზე? ზეგ გამოქვეყნდება მისი მეორე მეუღლის, მზეონა ჟიჟილაშვილის ინტერვიუ, რომელიც ამტკიცებს, რომ ისაა ნამდვილი ცოლი

6 წთ წინ2 წთ
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან… პოლიტიკა

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: ის, რომ ციხეში არ არის ინტერნეტი და არ შემიძლია ვიკიპედიაზე შესვლა, რაღაცის „დაგუგლვა” – წამებასთან გათანაბრებულია

2 სთ წინ1 წთ
ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: თამაზ ელიზბარაშვილის გარშემო ატეხილი ხმაური ბევრისთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა. წლების განმავლობაში მისი მხრიდან არაერთხელ ვნახეთ ფეთქებადი ხასიათი, ენაბილწობა და ხულიგნური ქცევის გამოვლინებები. ეს პიროვნება აშკარად თავზეხელაღებულად იქცევა და რიგ შემთხვევაში კანონზე მაღლა აყენებს თავს

3 სთ წინ2 წთ