— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგო-რესურსები, ცხადია, მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება. ლეგიტიმურია კითხვა – ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს?

ვატო შაქარიშვილი: გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგო-რესურსები, ცხადია, მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის…

ქართული ოცნების ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ქვეყანას ამზადებს 2030 წელს ევეოკავშირში გასაწევრიანებლად. იქვე ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება – “დიპ სტეიტის” მართული ბიუროკრატია დამარცხდება, ომში ჩართვასაც აღარ მოგვთხოვენ, ქრიატიანულ ღირებულებებსაც დაუბრუნდებიან და 20 წლის განმავლობაში უკანმავალი ეკონომიკაც უცებ აყვავდებაო, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, რეალობა სხვაგვარია, რასაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებაც ადასტურებს იმის შესახებ, რომ 2030 წლისთვის, ევროკავშირი ომში ჩაერთვება.
შაქარიშვილის თქმით, ხედავენ იმასაც, რომ ევროკავშირი მომავალშიც არ აპირებს საქართველოს სუვერენიტეტის აღიარებას, ყოველი მომდევნო წელი კი გაერთიანების ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება, შესაბამისად, არსებობს ლეგიტიმური კითხვა იმის შესახებ, ასეთი მომავლისთვის ამზადებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ქვეყანას, როცა ევროკავშირში გაწევრიანების პირობას იძლევა.

“ქართული ოცნების ხელისუფლება დაჟინებით აცხადებს, რომ ქვეყანას ამზადებს 2030 წელს ევეოკავშირში გასაწევრიანებლად. იქვე ირწმუნება, რომ მომავალ 4 წელიწადში ყველაფერი გამოსწორდება – “დიპ სტეიტის” მართული ბიუროკრატია დამარცხდება, ომში ჩართვასაც აღარ მოგვთხოვენ, ქრიატიანულ ღირებულებებსაც დაუბრუნდებიან და 20 წლის განმავლობაში უკანმავალი ეკონომიკაც უცებ აყვავდებაო…
მაგრამ აი როგორია რეალობა – უნგრეთის პრემიერმა ორბანმა, რომელიც ევროკავშირში საღი აზრის მატარებელ თითზე ჩამოსათვლელ ლიდერთა შორისაა, განაცხადა, რომ არსებობს გეგმა, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირი ომში 2030 წლისთვის ჩაერთვება. მისი თქმით, ბრიუსელი ზეწოლას მოახდენს ყველა წევრ სახელმწიფოზე, რათა ომში მონაწილეობა მიიღონ.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ლგბტ სტრატეგია 2026/2030, რომლის მიხედვითაც 2030 წლისთვის ევროკავშირის შიგნით, ბავშვებში სქესის შეცვლა უნდა იყოს უპრობლემოდ ხელმისაწვდომი.
ვხედავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის აღიარებას არც მომავალში აპირებენ და მეტიც, მარტა კოსი(გინი) აცხადებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით შავი ფულის შემოსატანად, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის.
რაც შეეხება ეკონომიკას – “დიპ სტეიტის” მიერ თავსმოხვეული “მწვანე პოლიტიკის”, რუსეთთან ომის, სანქციების და სხვა გიჟური გადაწყვეტილებების შედეგად, ევროკავშირის ეკონომიკის წილი გლობალურ ეკონომიკაში სულ უფრო მცირდება და თავიანთივე ორგანიზაციების მონაცემებით მომავალში ეს ტენდენცია გაგრძელდება.
2025 წელს, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა 1.6% -ს შეადგენდა, საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა.
იმ ფონზე, რომ იმატებს სამხედრო ხარჯები, გრძელდება უკრაინის ომი, ძვირდება ენერგო-რესურსები, ცხადია მომდევნო წლები ევროკავშირის ეკონომიკისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.
მგონი ამ ყველაფრის შემდეგ, ლეგიტიმურია კითხვა – ასეთი მომავლისთვის ამზადებს ხელისუფლება ქვეყანას, როდესაც აცხადებს, რომ 2030 წელს საქართველოს ევროკავშირში გააწევრიანებს…?” – წერს ვატო შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

10 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

12 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

13 სთ წინ3 წთ