— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს – ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და მისი ღრმად ნაფიქრი, გააზრებული არჩევანი

ვატო შაქარიშვილი ოპოზიციაზე: ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და…

საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი – უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი. აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა, – ამი შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, წერს სოციალურ ქსელში.

შაქარიშვილის განცხადებით, საქართველოს გაბრწყინებაში გადაზრდილი მწუხარებით გაერთიანებულმა ერმა გაამწარა ოპოზიცია და ამის გამო ისინი რამდენიმე დღეა უკვე ბოღმას ანთხევენ, ამავე დროს კი მათ ახალი მიზანიც დაისახეს პატრიარქის სიცოცხლეშივე გაკეთებულ არჩევანთან დაკავშირებით.

„საქართველო და ილია II გახდა განუყოფელი – უწმინდესში გაერთიანდა ჩვენი ქვეყნის წარსული, აწმყო და მომავალი.
აქამდეც ასე იყო, უბრალოდ ამ დღეებში ხილულად გამოჩნდა, როდესაც დაიძრა მთელი საქართველო და პატრიარქის სიყვარულში, სამების ტაძარში გაერთიანდა.
ყველაფერი რაც ამ ერთობის მიღმა დარჩა(ცხადია ფიზიკურ დასწრება არ დასწრებას არ ვგულისხმობ) არის პათოლოგია. ეს ვერც მისი უწმინდესობის, ვერც ქართველი ერის და ვერც გასული დღეების ბრწყინვალებას დააკლებს რაიმეს. ყველა ორგანიზმშია ალბათ რაღაც ასეთი, მაგრამ მთავარი ის არის, რომ უდიდესი ნაწილი არის ჯანმრთელი და ერთიანი, რაც იმას ნიშნავს, რომ პათოლოგია ვერ გამრავლდება.
მიტევების ისეთი საოცარი მაგალითები მოგვცა მისმა უწმინდესობამ, რომ მზად ვიყავით აქამდე რაც ყოფილა მიგვეტევებინა თუ ახლა მაინც დავინახავდით გულწრფელ განცდას, მდოგვის მარცვლისოდენა სინანულს მაინც, მაგრამ არა…
მართლმადიდებლობის, ქართველი ერის, ჩვენი ქვეყნის გაბრწყინებაში გადაზრდილმა მწუხარებამ და გლოვამ კიდევ უფრო გაამწარა ეს ბოროტი სულები და მთელი დღეა ბოღმას ანთხევენ.
მორიგი აბსოლუტურად უტოპიური მიზანიც დაისახეს და ცდილობენ ერთმანეთისგან გამიჯნონ პატრიარქი და სიცოცხლეშივე მისი ძალიან ღრმად ნაფიქრი და გააზრებული არჩევანი.
ყველა ჭინკამ უნდა იცოდეს, კაბოსანი იქნება თუ საერო პირი, ვინც ბინძურ ხელსა და ენას არ გააჩერებს, ისეთ პასუხს მიიღებს, როგორიც აქამდე ჯერ არავისთვის გაუცია ქართველ ხალხს!“- წერს ვატო შაქარიშვილი.

მსგავსი სიახლეები.

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს პოლიტიკა

კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს

4 სთ წინ1 წთ
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

8 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

8 სთ წინ2 წთ