ვიქტორ ორბანი: აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და ჩარევას არჩევნებში ევროპაში

ვიქტორ ორბანი ევროკომისიას ისევ აკრიტიკებს და ევროპის ქვეყნებს ცენზურასა და არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს. ერთ-ერთ არგუმენტად კი შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიშის მეორე ნაწილი მოჰყავს, რომელშიც ნათქვამია, რომ 2023-დან 2025 წლამდე ევროკომისია ცდილობდა, ცენზურა დაეწესებინა კონტინენტზე ეროვნული არჩევნების წინ მოლდოვაში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში, ირლანდიასა და რუმინეთში.

„აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის ანგარიში ავლენს ბრიუსელიდან მომდინარე ცენზურასა და ჩარევას არჩევნებში მთელ ევროპაში. ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, მოსყიდული ჟურნალისტები, მანიპულირებული ალგორითმები, დივერსიულ სქემებში ჩადებული მილიონობით ევრო – ეს არის რეალური საფრთხე თავისუფლებისა და ხალხის სუვერენული ნებისთვის და ჩვენ ამას არ შევეგუებით“, – წერს ორბანი.

უახლესი

მსგავსი სტატიები