— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: გამოღვიძების დროა! იაფი რუსული ენერგიის გარეშე ევროპა ნავთობის კრიზისს ვერ დაძლევს

ვიქტორ ორბანი: გამოღვიძების დროა! იაფი რუსული ენერგიის გარეშე ევროპა ნავთობის კრიზისს ვერ დაძლევს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირს მოუწოდა აღიაროს, რომ იაფი რუსული ენერგიის გარეშე არსებული სანავთობო კრიზისის დაძლევა შეუძლებელია.

ორბანის თქმით, ევროკავშირის ლიდერების სამიტზე ბრიუსელში მათ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის ანგარიში მოისმინე, რომლის ანალიზის საფუძველზე დაადგინეს, რომ ვითარება გაცილებით რთულია.

„ჩვენ ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის და ევროჯგუფის პრეზიდენტის ანგარიში მოვისმინეთ. სიტუაცია უფრო სერიოზულია, ვიდრე წარმოგვედგინა. სულ რაღაც ორ დღეში გლობალურად ენერგეტიკული სიტუაცია წარმოუდგენელ დონემდე გაუარესდა. დღევანდელი სიტუაცია შემდეგნაირია: ევროკავშირი არ აწარმოებს მოლაპარაკებებს არც ამერიკელებთან, არც რუსებთან და არც ჩინელებთან. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ იზოლაციას ვერ გავარღვევთ, რომელშიც ევროკავშირის მცდარი პოლიტიკის გამო აღმოვჩნდით, სერიოზული პრობლემა შეგვექმნება. ამ ტიპის ენერგეტიკული კრიზისის დაძლევა სხვებთან თანამშრომლობის გარეშე შეუძლებელია“, – თქვა ორბანმა.