— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
კიევის მერი აცხადებს, რომ ზამთრისთვის არასათანადო მომზადების გამო ზელენსკი თანამდებობიდან მის გადაყენებას ცდილობს ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას
მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან

ვიქტორ ორბანი: თუ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და…

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, რომ უნგრეთი უკრაინის პრეზიდენტთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან უკან არ დაიხევს. ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთმა კომუნიზმის დამარცხება შეძლო და ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფო ააშენა, რომელიც ზელენსკისა და ბრიუსელის წინააღმდეგობასაც დაძლევს.

„თუ ჩვენ შევძელით კომუნიზმის დამარცხება და საბჭოთა ჯარების სახლში გაგზავნა, თუ შევძელით სამოქალაქო, ეროვნულ და ქრისტიანულ კონსტიტუციაზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება, მაშინ არც ზელენსკისთან, ბრიუსელსა და მის აგენტებთან დავიხევთ უკან“, – წერს ორბანი.