— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალექსანდრე რაქვიაშვილი: ვერ დავიჯერებ, რომ ვინმე ჭკუათმყოფელია სამყაროში, ვინც გვარამიასნაირ პარტიაზე ფსონს დადებს ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთს არ აქვს განზრახული რუსეთთან ურთიერთობების გაწყვეტა ან გაუარესება – პირიქით, ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს ცოტნე ანანიძე კაია კალასის განცხადებაზე: ვინც მეორე ფრონტის საფრთხეზე იცინის, კიდევ ერთი აღიარება მოისმინოს ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი
პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე – სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით

ვლადიმერ ბოჟაძე – სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით

„ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, მის განცხადებებს სასამართლო სისტემასა და მოსამართლესთან დაკავშირებით „სამწუხარო სპეკულაცია მოყვა“.

როგორც ბოჟაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ის კონკრეტულ მოსამართლეზე არ საუბრობდა, არამედ პირობითად ისაუბრა იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.

მისივე განმარტებით, მან აღნიშნა, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას.

„სამწუხარო სპეკულაცია მოყვა ჩემს განცხადებას სასამართლო სისტემასა და კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით. პირველ რიგში მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მე არ ვსაუბრობდი კონკრეტულ მოსამართლეზე, პირობითად ვისაუბრე იმ სახელსა და გვარზე, რომელიც გაჟღერდა გადაცემაში.

მეორე და მთავარი – მე აღვნიშნე, რომ დღეს როგორც მოსამართლეები, ასევე სასამართლო სისტემა არის მოწოდების სიმაღლეზე და ემსახურება კანონს და კონსტიტუციას. ასევე, როგორც ოპოზიციის წარმომადგენელმა, აღვნიშნე, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ შექმნას ისეთი დაცვის მექანიზმი, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი მოსამართლეები და სასამართლო დაცული იყოს ყოველგვარი სავარაუდო გავლენისგან.

მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ნუ დაამახინჯებს ჩემს ნათქვამს და ჩემი სიტყვების საწინააღმდეგოდ, ნუ წარმომაჩენს კონკრეტული მოსამართლისა და სასამართლო სისტემის მტრად! მოვუწოდებ ყველას, ნუ ეცდებიან დაამთხვიონ ჩემი სიტყვები „ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს და გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური დღის წესრიგისათვის

მიუხედავად იმისა, რომ დღეს წარმოვადგენ ხელისუფლების ოპოზიციას – ჩემს ინტერესსა და პოლიტიკურ დღის წესრიგში არ შედის, ნაცმოძრაობის მსგავსად შავი ვამტკიცო თეთრზე, ვისაუბრო არარსებულ „კლანზე“ და არ არის მისაღები, რომ რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს ხელოვნურად დაამთხვიონ ჩემ მიერ ართქმული სიტყვები”, – განაცხადა ბოჟაძემ