— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა: პრემიერი დაგვპირდა, რომ მომდევნო წლებშიც მთავრობა მაქსიმალურად ეცდება, 70 წლამდე პენსიონერებს პენსია ინდექსაციის წესის მიღმა გაუზარდონ ლიზა გეგეჭკორი: პრემიერი ატარებს ბრიფინგს პენსიების გაზრდის და სოციალური საკითხების გააქტიურების თემაზე, ამ ფონზე, გამოდიან მარტა კოსი და სხვები და დაგვძახიან, რომ ჩვენი ხელისუფლებაა აცდენილი ევროპულ გზას და უკრაინის ხელისუფლებაა ევროპის რელსებზე შემდგარი ლადო სადღობელაშვილი: სანამ სხვები პოპულისტობენ ხელისუფლება მოქმედებს – სწორედ ასე შეიძლება შეფასდეს პრემიერის ინიციატივა პენსიონერების მხარდასაჭერად. ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის პენსია კანონით გათვალისწინებული 20 ლარის ნაცვლად 45 ლარით გაიზრდება ნიკოლოზ მეტრეველი : მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გადაწყვეტილებას,  70 წლამდე ასაკის პენსიონერებს, პენსია დაგეგმილი 20 ლარის ნაცვლად, 45 ლარით გაეზრდებათ დავით ჩიხელიძე: 70 წლამდე პენსიონერებისთვის პენსიის 45 ლარით ზრდა, ნაცვლად 20 ლარისა, წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ მოქალაქეებზე ზრუნვა ხელისუფლების საქმიანობის განუყოფელი ნაწილია
მსოფლიო

Volkswagen-ი, ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 29 ოქტომბრიდან ვოლფსბურგის ქარხანაში Golf-ის წარმოებას შეაჩერებს

Volkswagen-ი, ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, 29 ოქტომბრიდან ვოლფსბურგის ქარხანაში Golf-ის წარმოებას…

კომპიუტერული ჩიპების მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, როგორც ჩანს, Volkswagen-ი ვოლფსბურგში მდებარე თავის მთავარ ქარხანაში წარმოების შეჩერებას გეგმავს – Bild-ის ცნობით, ეს, სხვა მოდელებთან ერთად, Golf-ზეც იმოქმედებს.

Golf-ის წარმოების შეჩერებას, სავარაუდოდ, მოჰყვება სულ მცირე სამი სხვა მოდელის, მათ შორის Tiguan-ის, Touran-ის და Tayron-ის წარმოების შეჩერება, რომლებიც ასევე Volkswagen-ის ვოლფსბურგის ქარხანაში იწარმოება.

მედიის ცნობით, გარდა იმისა, რომ VW-ი მშობელ ქარხანაში წარმოების შეჩერებას გეგმავს, ამასთან აპირებს, მოკლევადიან სამუშაოზე გადასვლას. თავდაპირველად რამდენიმე ათასი თანამშრომელი დაზარალდება, მოგვიანებით კი შესაძლოა ათიათასობით თანამშრომელი მოკლევადიან სამუშაოზე გადაიყვანონ.

როგორც სტატიის ავტორი წერს, ოთხშაბათს, Volkswagen-მა გააფრთხილა, რომ ჩინეთსა და ნიდერლანდურ Nexperia-ს შორის არსებულმა დავამ შესაძლოა წარმოების დროებითი შეფერხება გამოიწვიოს. სწორედ მომწოდებელი Nexperia-სგან კომპიუტერული ჩიპების მიწოდების ჩავარდნის გამო სურს Volkswagen-ს წარმოების შეჩერება.

მედიის ინფორმაციით, ავტომწარმოებელმა მოთხოვნისთანავე ხაზგასმით აღნიშნა, რომ Golf-ისა და Tiguan- ის წარმოების შეჩერება დაგეგმილი იყო და არ უკავშირდებოდა Nexperia-ს საქმეს. ამავე დროს, გამოცემა Bild-ის ცნობით, კომპანიის წარმომადგენლები უკვე დაუკავშირდნენ დასაქმების სააგენტოს, რათა დასაქმებულთა ნაწილისთვის მოკლევადიანი სამუშაო გრაფიკი მოეთხოვათ. სტატიაში აღნიშნულია, რომ წარმოებისთვის საჭირო მასალა შესაძლოა მომავალ კვირაში ამოიწუროს.