თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ეს ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებია, რისთვისაც, როგორც ჩანს, არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასის, მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ისინი არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და პროვოკაციული ხასიათის იყო.

ანჯაფარიძის თქმით, გაუგებარია, რატომ საუბრობს ევროკომისია იმაზე, რომ საქართველოს მთავრობას არ უჭერს მხარს, მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი მხარდაჭერა არასოდეს მოუთხოვია.

“არ ვიცი წაიკითხავენ თუ არა ამ ჩემს პოსტს ევროკომისიაში, ან ევროკავშირის დელეგაციაში აქ (ბ-ნი ჰერჩინსკი). არ შემიძლია გვერდი ავუარო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის და მისი მთავარი დიპლომატის კაია კალასის გუშინდელ განცხადებებს საქართველოზე. ეს განცხადებები იყო არადიპლომატიური, არაკომპეტენტური და დიდწილად პროვოკაციულიც კი.

  1. “ჩვენ არ ვუჭერთ მხარს საქართველოს მთავრობას!” სად, როდის ითხოვა საქართველოს მთავრობამ ან კაია კალასის, ან მისი რომელიმე კოლეგის ან ევროკომისიის მიზნობრივი მხარდაჭერა?! ვინც ითხოვა, მათ შორის ჩვენმა ერთ-ერთმა მეზობელმა, ეს ვიცით. რასაც საქართველოს მთავრობა ევროკომისიისგან ითხოვს, ურთიერთხელსაყრელი და ურთიერთ ინტერესების პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. რისთვისაც როგორ ჩანს არც კალასი და არც მისი კოლეგები მზად არ არიან. თუ რატომ? ეს ცალკე თემაა…
  2. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს” – ეს უკვე მეათასეჯერ, მანტრასავით გამეორებული ნარატივი, ასევე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს და ძალიან რბილად რომ ვთქვა, უბრალოდ რეალობას მოწყვეტილია. კალასი & Co ქართველ ხალხად არ მიიჩნევენ ჩვენს 1,2 მლნ მოქალაქეს, და მიაჩნიათ, რომ “ქართული ოცნებისთვის” კიდევ ერთხელ ნდობის გამოცხადებით, მათ შეცდომა დაუშვეს და შესაბამისად, ეს ხალხი მათთვის უბრალოდ არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობს რადიკალურ ოპოზიციასთან შეკრული ხალხი (იკითხე აგენტურა), რომლებსაც უშურველად აყრიან ფულებს აქ “ხავერდოვანი რევოლუციის” მოსაწყობად. ეს ხომ ირიბი წაქეზებაა რადიკალურ ქმედებებზე
  3. როდესაც ასეთი მაღალი თანამდებობის პირი, რომ იტყვიან “რამსებს კარგავს,” საქართველოს ხელისუფლების მიმართ ზოოლოგიური სიძულვილის გამო, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ მისი დიპლომატიური თუ სხვა უნარები. მე თუ მკითხავ, შეფასებასაც არ ექვემდებარება.
  4. მაინც ვუსურვებდი ევროპას, რომ შემდგომში გაცილებით უკეთესი პოლიტიკოსებით წარდგეს მსოფლიოს წინაშე.” – წერს ანჯაფარიძე

მსგავსი სიახლეები.

ნინო ფოჩხუა: შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული… პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

16 სთ წინ2 წთ
გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ… პოლიტიკა

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

16 სთ წინ2 წთ
ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ… პოლიტიკა

ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს.

17 სთ წინ2 წთ