თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გია ვოლსკი: გარეჯის რუკები არა ირაკლი ღარიბაშვილის ხათრით ჩამოიტანა ვინმემ, არამედ დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა და ამ საკითხებში ბიძინა ივანიშვილი ასრულებდა მთავარ როლს, რომელმაც არაერთხელ გადაუხადა მადლობა დავით ხიდაშელს ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ მიერ წარმოდგენილი „რემიგრაციის“ გეგმა ეთნიკური წმენდის ტოლფასია და გერმანიის ეკონომიკას გაანადგურებს იაგო ხვიჩიამ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თავისუფლების მტერი უწოდა ნიკოლოზ სამხარაძე – მარტა კოსის განცხადება სკანდალურია, რადგან ეს კანდიდატი ქვეყნებისთვის ნიშნავს ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან ახლო ურთიერთობის აკრძალვას მარტა კოსი – ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ
პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის რა ძალა ებრძვის საქართველოს, ამიტომ მწამს, რომ გლობალური ომის პარტიის გაუჩერებელი მცდელობების მიუხედავად, კვლავ დაიმონონ საქართველო – პოლიტიკური გუნდი არათუ გაუმკლავდება ამ სირთულეებს, არამედ  ქვეყნის შეუქცევადი განვითარება კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება

ზაზა შათირიშვილი: მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის რა ძალა ებრძვის საქართველოს, ამიტომ მწამს, რომ გლობალური…

დღეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის რა ძალა ებრძვის საქართველოს, ამიტომ მწამს, რომ გლობალური ომის პარტიის გაუჩერებელი მცდელობების მიუხედავად, კვლავ დაიმონონ საქართველო – პოლიტიკური გუნდი არათუ გაუმკლავდება ამ სირთულეებს, ქართველი ხალხის სახით იმხელა რესურსი და ენერგია აქვს, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარება კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება, – ამის შესახებ ფილოსოფოს, ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

შათირიშვილის განცხადებით,  გლობალური ომის პარტიის მცდელობების მიუხედავად  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი არათუ გაუმკლავდება  ამ სირთულეებს, არამედ ქვეყნის შეუქცევადი განვითარება კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება.

„ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ ქვეყანას ჰყავს პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული ხელისუფლება. რაც მთავარია, ყველა მათი ქმედება მიანიშნებს, რომ სრულ ინფორმაციას ფლობენ მიმდინარე მოვლენებზე და არათუ ინფორმაციის ანალიზის ძალიან კარგი უნარი აქვთ, ბოლო წლებში ხელისუფლება ქართულ საზოგადოებასაც დაეხმარა პროცესებში სრულყოფილად გარკვეულიყო. დღეს ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ზუსტად იცის რა ძალა ებრძვის საქართველოს, ამიტომ მწამს, რომ გლობალური ომის პარტიის გაუჩერებელი მცდელობების მიუხედავად, კვლავ დაიმონონ საქართველო – პოლიტიკური გუნდი არათუ გაუმკლავდება ამ სირთულეებს, ქართველი ხალხის სახით იმხელა რესურსი და ენერგია აქვს, რომ ქვეყნის შეუქცევადი განვითარება კიდევ უფრო მაღალი ტემპით გაგრძელდება,“- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.