— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით

ზურაბ ქადაგიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს…

„დღეს კი სამწუხაროდ ბევრ შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვა და სხვა ფაქტორების გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით.
ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება.
რა გამოდის – ხელოვნურად ვუძვირებთ ცხოვრებას საკუთარ საზოგადოებას?
როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში ჩნდება გაუცხოება. ეს გაღიზიანება კი, ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.
ეს არის ის, რაც არავის გვინდა არც საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ არც ხელისუფლებას.
ჩვენი მიზანი ხომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა და არა ხალხთან მათი დაპირისპირება?
უნდა დავფიქრდეთ – რამ გამოიწვია ჯარიმების ასეთი მკვეთრი, არაადეკვატური ზრდა? ჯარიმა ხომ სოციალურ სახელმწიფოში პრევენციას უნდა ემსახურებოდეს და არა სადამსჯელო ღონისძიებას? ჩვენ ვალდებულები ვართ, სანქციები ჩვენი მოსახლეობის მძიმე ტვირთად არ ვაქციოთ, რომ ადამიანებსა და მცირე ბიზნესს განვითარების მოტივაცია არ დავუკარგოთ.
ჩვენ უნდა ვიკითხოთ – რამ განაპირობა სახელმწიფო სერვისების ასეთი გაძვირება? რა რეალური თვითღირებულება გაიზარდა მომსახურებისა სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში რომ მოქალაქეს, რომელიც ისედაც იხდის გადასახადებს, დამატებითი ფინანსური ტვირთი დავაკისრეთ?
ჩვენი მოვალეობაა, ეს სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რათა ხალხმა სახელმწიფოსგან გვერდში დგომა იგრძნოს და არა ბიუროკრატიული ბარიერები.
ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა.
სოციალური და სამართლებრივია სახელმწიფო მაშინ, როცა აბალანსებს კანონსა და ადამიანს შორის ღირსეულ ურთიერთობას.“ – განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

9 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

12 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

12 სთ წინ3 წთ