— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს? ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები ლევან მაჭავარიანი ზურაბაშვილი-გალუზინის შეხვედრისას რუსეთის პოზიციაზე: ამოვარდნილია ლოგიკიდან, როცა არგუმენტის გარეშე ამბობ, რომ უნდა დავასანქცირო ქართული პროდუქცია, მეორე მხრივ კი უნივერსიტეტებმა უნდა იმეგობრონ – თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ასე მოხდა, აგენტურულ ოპოზიციას დამატებითი ჟანგბადი უნდა მიეცეს, რაც ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს თენგიზ შარმანაშვილი: რუსების პოზიცია რბილად რომ ვთქვათ, არალოგიკურია – დავასანქცირებ, არ მივცემ საშუალებას რომ თავისუფლად ივაჭრონ, შევავიწროვებ დასაბუთების გარეშე და მოდი, ამის ფონზე, უნივერსიტეტებმა იმეგობრონ. ასეთი ტიპის ნარატივი, შეიძლება მართლაც გამოადგეს აგენტურულ ოპოზიციას
პოლიტიკა

ზვიად ავალიანი: რატომ არის რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო, თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი”? ეს ეპიზოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა, რითაც სავსეა საერთაშორისო ცხოვრება და არა უსაშველო ტრაგედია – ტრაგედია არის სხაპა-სხუპით ქვეყნის ღალატი

ზვიად ავალიანი: რატომ არის რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო, თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის…

გამაგებინეთ, რატომ არის, მაგალითად, ბრიტანეთის ელჩის ან სხვა რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა”? როცა ევროპელი დიპლომატები ქართულად გველაპარაკებიან, არასდროს დაბნეულან, არასდროს “აჭრილან” და საერთოდ, არც ერთ მომენტში არ გაგჩენიათ განცდა, რომ უბრალოდ არ გესმით ეს კაცი (თუ ქალი) რას ამბობს? – წერს ჟურნალისტი, ზვიად ავალიანი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეპიზოდოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა, რითაც სავსეა საერთაშორისო ცხოვრება და უსაშველო საშინელებად არ უნდა მივიჩნიოთ, ვინაიდან, ქვეყნის სამსახურის დროს პროტოკოლური შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის.

“თამარ ბაგრატიონს ჩემი დაცვა არ ჭირდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაში არც ვაპირებ – პირდაპირ ვიტყვი, რომ როცა თარგმანის შესაძლებლობა არსებობს, ჩემი აზრით, ყოველთვის ჯობია მშობლიურ ენაზე ისაუბრო, თუნდაც ოქსფორდის რომელიმე ქუჩაზე იყო გაზრდილი…
მაგრამ!
გამაგებინეთ, რატომ არის, მაგალითად, ბრიტანეთის ელჩის ან სხვა რომელიმე დასავლელი დიპლომატის ქართული “საყვარელი”, ხოლო თამარ ბაგრატიონის ინგლისური “ქვეყნის სირცხვილი და თავის მოჭრა”?
როცა ევროპელი დიპლომატები ქართულად გველაპარაკებიან, არასდროს დაბნეულან, არასდროს “აჭრილან” და საერთოდ, არც ერთ მომენტში არ გაგჩენიათ განცდა, რომ უბრალოდ არ გესმით ეს კაცი (თუ ქალი) რას ამბობს?
კარგით ახლა! ბოლოს და ბოლოს, ის განცდა მაინც არ გაგჩენიათ, რომ ეს ადამიანი მთლად “ვერა-ვაკელი” არ უნდა იყოს?
ვინც თვლით, რომ ელჩს ქართული საერთოდ არ მოეთხოვება და მადლობელი უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ დრო დაუთმო ჩვენი ენის შესწავლას, თქვენთვის ერთი ცუდი ამბავი მაქვს – არც საქართველოს მოქალაქე არის ვალდებული ქართულივით იცოდეს ინგლისური ენა.
მე არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება რომ სიტყვით გამოსვლა ინგლისურ ენაზე უნდა წარმართულიყო ან რა იყო მისი მოტივაცია: შესაძლოა ეს თავად ქ-ნმა თამარმა გადაწყვიტა იმ მიზნით, რომ პატივისცემა გამოეხატა მასპინძელი ქვეყნის მიმართ ან ანგარიში გაეწია “დე-ფაქტო” საერთაშორისო ენის ფენომენისთვის.
შესაძლოა მას სურდა ამ “დე ფაქტო საერთაშორისო ენის” მეშვეობით უფრო უშუალო კომუნიკაციაში და კონტაქტში შესულიყო იქ დამსწრე საზოგადოებასთან, რაც ამჯერად კარგად ვერ განახორციელა… თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ეპიზოდოდი იყო ერთი პატარა უხერხულობა, რითაც სავსეა საერთაშორისო ცხოვრება და არავითარ შემთხვევაში რამე უსაშველო ტრაგედია ან საშინელება.
როგორც ერთმა ფეისბუქ მეგობარმა გუშინ დაწერა, ტრაგედია არის სხაპა-სხუპით ქვეყნის ღალატი.
ქვეყნის სამსახურის დროს პროტოკოლური შეცდომის დაშვება ტრაგედია არ არის.
და საერთოდ, ამ პოსტს დავასრულებდი კიდევ ერთი ფეისბუქ-მეგობრის სიტყვებით: ნეტა ამაზე უფრო დიდი შეცდომა არასდოს დაეშვათ და ამის მეტი არაფერი დაეშავაბინოთ ოფიციალურ პირებს მთელს მსოფლიოში.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,” – წერს ავალიანი.

მსგავსი სიახლეები.

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს… პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას კადრები არ უვარგოდა, ზვიად გამსახურდიას პუტჩი მოუწყო „მრგვალმა მაგიდამ“, ეს ნარატივები აქვთ პირიქეთა და პირაქეთა პუტჩისტებს, რომელი კადრები არ უვარგოდა ზვიადს?

14 სთ წინ2 წთ
ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის… პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: ფაქტია, მატჩი თურქეთში გულშემატკივართა აგრესიის რისკის გამო არ ჩატარდა, ასევე ფაქტია, აგრესია და წესრიგის დარღვევა იყო ბათუმში პოლიციის ადეკვატური მოქმედების საფუძველი და მინიმალური ძალით აღკვეთეს პროვოკაციები. სხვა მიზეზი უბრალოდ არ არსებობს, მით უფრო მეგობრულ-მეზობლურ ურთიერთობებში

16 სთ წინ1 წთ
პოლიტიკა

ზურაბ პატარაძე: შეხვედრა გავმართე თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან, მუსტაფა თურქერ არისთან, რომელთანაც დეტალურად განვიხილე გუშინ, საფეხბურთო მატჩის დაწყებამდე და მატჩის მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები

17 სთ წინ3 წთ