არლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში მიიღო ცვლილებები, რომლებიც მიზნად ისახავს უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლას და ქვეყნის შრომითი ბაზრის დაცვასა და განვითარებას
ახალი წესების მიხედვით, 1-ელი მარტიდან უცხო ქვეყნის მოქალაქის კანონიერად დასაქმებისთვის აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების გაფორმება, შრომითი საქმიანობის უფლების მიღება და მოქმედი ბინადრობის ნებართვის ან D1 კატეგორიის ვიზის ქონა.
შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვრა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელსაც შესაბამისი განცხადებით დამსაქმებელმა უნდა მიმართოს




