თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
მერცის განცხადებით, უკრაინის, მოლდოვის და დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ნაბიჯი ასოცირებული წევრობა იქნება: „ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრობას ხმის უფლების გარეშე, თუმცა, იმდენად მჭიდრო ინტეგრაციას, რომ სრულუფლებიანი წევრობა ბუნებრივად მოჰყვეს” ცხოველთა ჯანმრთელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა აპრობირებული მეთოდია, რომელიც აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ინფორმაცია, რომ ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი საერთაშორისო წესების დარღვევით მოქმედებს, სიმართლეს არ შეესაბამება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება – ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
საქართველო

19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

19 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი ველორბოლის გამო საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე ველორბოლა „თბილისის თასი“ გაიმართება, რის გამოც 09:00 -დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირზე ზეთისხილის ხის მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნამდე საგზაო მონაკვეთში, ავტომობილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება გიორგი ლეონიძის, პავლე ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების გამოყენებით.

ამასთანავე, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება – ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის და ზანდუკელის ქუჩების, ხოლო შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გავლით.

ხოლო, უკუმიმართულებით მელიქიშვილის გამზირისა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები მოხვდებიან – გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთის ხილის ხესთან მობრუნების შემდეგ გადაადგილებას შეძლებენ მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით.

შეზღუდვის პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მერაბ კოსტავას ქუჩიდან ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩისკენ იმოძრავებს – მიხეილ ჯავახიშვილის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით. ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან კი დადგენილი სქემით განაგრძობს სვლას. უკუ მიმართულებისას მიმავალი ავტობუსები და მიკროავტობუსები, მერაბ კოსტავას ქუჩას კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდებიან და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებენ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები.

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს… საქართველო

შიო მესამე: ეკლესიის ერთგულება და მოციქულთა გზის გაგრძელება არის საწინდარი ჩვენი შემდგომი გადარჩენისა და განვითარების. დღეს ჩვენს ეპოქაშიც არიან ასეთი მოღვაწეები, უახლეს ისტორიაში მოვესწარით ასეთ ადამიანებს და ერთ-ერთი უპირველესი დღეს მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიაში გახლავთ ჩვენი კათოლიკოს- პატრიარქი ილია მეორე

3 დღის წინ2 წთ
ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული… მსოფლიო

ევროპარლამენტის კვლევითი სამსახურის ანგარიშის თანახმად, ეკონომიკური კრიზისისადმი მდგრადობით საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა და მსოფლიოს საუკეთესო სამეულში მეორე ადგილზეა

4 დღის წინ3 წთ
კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის საუკეთესო ოცეულშია მსოფლიო

კერძო სექტორის განმავითარებელი მმართველობით საქართველოს მთავრობა ევროპის  საუკეთესო ოცეულშია

7 დღის წინ2 წთ