— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილი: იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26 მაისისთვის არ დაემთხვიათ. მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ. რა ნამუსით გამოდიან და აქციას როგორ ატარებენ?! თუ კი მაშინ არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი, 15 წლის შემდეგ შეიძლება?

2011 წლის 26 მაისის დარბევისას მოკლული სულიკო ასათიანის შვილი: იმდენი ნამუსი მაინც უნდა ჰქონდეს ახლანდელ ოპოზიციას, რომ 26…

„ესენი ვიცოდი მართლა რომ ნამუსგარეცხილები იყვნენ, თორემ ჩვენ რასაც გვიშლიდნენ – მშვიდობიან აქციას ვატარებდით, მდუმარე აქცია გვქონდა და ამას გვიშლიდნენ და დღეს პროვოკაციებს აწყობენ, გამოვლენ და დარწმუნებული ვარ ეცდებიან 26 მაისს, რომ არიონ ყველაფერი. ამას ეცდებიან, მაგრამ რამდენად გამოუვათ ეს სხვა თემაა, მაგრამ ეცდებიან ამ ყველაფერს.
სახე დაკარგული ჰქონდათ [ნაციონალურ მოძრაობას], მაგრამ ახლა სულ დაკარგეს, 26 მაისს რა ნამუსით გამოდიან ესენი და აქციას როგორ ატარებენ?! როცა მაშინ თუ კი არ შეიძლებოდა ეს ყველაფერი დღეს როგორ? 15 წლის შემდეგ შეიძლება ეს ყველაფერი?“- განაცხადა პაატა ასათიანმა.

მოკლული მშვიდობიანი მომიტინგის, სულიკო ასათიანის შვილთან ერთად საუბარში ასევე ერთვებიან, სულიკოს მეუღლე და პოლიტიკოსი დავით ლორთქიფანიძე, რომლებიც საუბრობენ მოტივზე, რომელიც დღევანდელობაში გააჩნია ქართულ ოპოზიციას.

„სხვაობა იმაშია, რომ ჩვენ მაშინ სიმართლისთვის ვიბრძოდით და ესენი იმისთვის იბრძვიან, რომ ხელისუფლებაში უნდათ დაბრუნდნენ, რომ იგივე გააგრძელონ“,- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

სულიკო ასათიანის მეუღლის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ რაიმე სახის ურთიერთობის დამყარება არ შეიძლება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, საქართველოს მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ მაგათ გვერდში გავლა არ შეიძლება,“- განაცხადა შორენა ადეიშვილი-ასათიანმა.

დავით ლორთქიფანიძე დღევანდელ ოპოზიციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ აიგივებს და აცხადებს, რომ მათ კვლავ აქვთ მზაობა გააგრძელონ ქვეყნის რყევა.

“ნაცების“ განაყოფ-გაუყოფლები, ანუ სად გაიყვნენ, როგორ გაიყვნენ, სულ ერთად იყვნენ და დღესაც ისევ ერთად არიან. ანუ მზაობა აქვთ იმისათვის, რომ ისევ გააგრძელონ ამ ქვეყნის რყევა და უბედურება დამართონ ამ ქვეყანას. ამას ქართული საზოგადოება არ დაუშვებს, გამორიცხულია ეგ ამბავი, მაგრამ მცდელობა, რომ აქვთ, ეგ არის გულსატკენი,“- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

1 სთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

1 სთ წინ2 წთ
თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს… პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

2 სთ წინ5 წთ