— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას არჩილ ბერიძე: ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით აღდგენილი ტაძრები, თეატრები და მუზეუმები, ლევილის ისტორიულ მამულზე ზრუნვა, იოანე-ზოსიმეს ხელნაწერის საქართველოში დაბრუნება ჩვენი ეროვნული მემკვიდრეობის დაცვის მნიშვნელოვანი მაგალითებია – ასე ვინარჩუნებთ ჩვენს ისტორიას და გადავცემთ მას მომავალ თაობებს
პოლიტიკა

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, პოლიტპატიმრად გვიცხადებს

თორნიკე ფაღავა: საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი, ვერც სუვერენიტეტს დათმობს…

მინდა გამოვეხმაურო ქალბატონ ვიკა ფილფანს და შევახსენო, რომ საქართველოს კონსტიტუციაში სოციალური სახელმწიფოს იდეა სწორედ ირაკლი კობახიძის მიერ არის ჩაწერილი, ასევე მინდა შევახსენო და ვუთხრა, რომ სიღარიბის დონე მხოლოდ უკანასკნელ ხუთ წელიწადში სამჯერ არის შემცირებული და დაახლოებით 30%-დან 9%-მდე არის ჩამოსული. მხოლოდ გუშინ, პრემიერ-მინისტრმა დააანონსა, რომ 45 ლარით იზრდება პენსია მომავალი წლიდან და განათლება გახდა უფასო სწორედ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით სამარცხვინო არის ეს პოლიტიკური პოპულიზმი დღეს თქვენი მხრიდან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ის ასევე გამოეხამურა ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოსთან მიმართებით გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ არ არსებობს არც ერთი ობიექტური კრიტერიუმი და გაზომვადი პარამეტრი, რომლითაც საქართველოს უკრაინა ან მოლდოვა უსწრებენ. ფაღავას თქმით, საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე მშვიდად და ღირსეულად სვლას განაგრძობს.

“მინდა, გამოვეხმაურო ევრობიუროკრატების მხრიდან უკანაკნელ დღეებში გაკეთებულ უსამართლო განცხადებებს საქართველოსთან დაკავშირებუთ, თითქოს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველო უკრაინას და მოლდოვას ჩამოუვარდება და რომ საქართველომ ამ ორი ქვეყნის გზით უნდა იაროს. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს არც ერთი ობიექტური სახელმწიფოებრივი კრიტერიუმი ან ეკონომიკური პარამეტრი, რითაც საქართველო რომელიმე ზემოაღნიშნულ ქვეყანას ჩამოუვარდება, უფრო მეტიც, აბსოლუტურად ყველა გაზომვადი პარამეტრით საქართველო რამდენჯერმე უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. ამას ადატურებს ნებისმიერი საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციებს მიერ ჩატარებული კვლევა, მათ შორის, ეს დატურდება ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევებითაც. ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა არის ევროკავშირის ბუფერული ზონა და რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი; მოლდოვის პრეზიდენტმა კი არ გამორიცხა ევროინტეგრაციის გზაზე რუმინეთთან გაერთიანება, საჭიროების შემთხვევაში. ორივე გზა ნათელია.
ჯერ კიდევ 2011 წელს, “ქართული ოცნების” მანიფესტში ნათლად ეწერა, რომ საქრთველო არ შეიძლება იყოს გლობალურ ძალთა დაპირისპირების ადგილი და რომ საქართველო უნდა იყოს გლობალური თანამშრომლობის სივრცე. შესაბამისად, უდიდესი პატივიცემის მიუხედავად ყველა სახელმწიფოს მიმართ, საქართველო ვერ გახდება ვერც ბუფერული ზონა და ვერც რუსეთის შემაკავებელი ფაქტორი. საქართველო ვერც სუვერენიტეტს დათმობს და სახელმძღვანელოდ ვერ გაიხდის რეზოლუციებს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს – დადასტურებულ დამნაშავეს, გვიცხადებს პოლიტპატიმრად. საქართველოს სახელმწიფომ და ქართველმა ხალხმა ისტორიის ეს ფურცელი უკვე გადაშალა. საქართველოს აქვს თავისი დამოუკიდებელი, მშვიდობიანი, სუვერენული, ევროინტეგრაციის გზა და სტრატეგიული ხედვა. საქართველოს, ნაცვლად ბუფერული ზონისა, შეუძლია, რომ შეასრულოს თავის ისტორიული როლი და მისია და გახდეს დამაკშირებელი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. იყოს საკვანძო სახელმწიფო ცენტრალურ აზიასა და ევროკავშირის დაკავშირებადობის თვალსაზრისით, აღმოსავლეთიდან დასავლეთით გაატაროს ენერგორესურსები და მთელი ის დოვლათი, რაც იქმნება ცენტრალურ აზიაში და რაც ასეთი მნიშვნელოვანი და საინტერესოა ევროკავშირისთვის. ეს არ არის მხოლოდ სიტყვები: საქართველოს მთავრობა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ახორციელებს კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პროექტებს, რათა
საქართველომ, როგორც სახელმწიფომ, ეს მისია ღირსეულად შეასრულოს. საქართველოს მთავრობამ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, ფოთის პორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია, მიმდინარეობს საქართველოს რკინიგზის უპრეცენდენტო მოდერნიზაცია, სრულდება საერთაშორისო მნიშვნელობის და საერთაშორისო სტანდარტების საგზაო ავტობანის მშენებლობა, აქტიურად მიმდინარეობს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე მუშაობა, რომელიც უპრეცენდენტოა თავის შინაარსით, ის დააკავშირებს ერთმანეთთან საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკულ სისტემებს.
სწორედ ასე წარმოგვიდგენია საქართველოს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლის ზრდა. სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის ქართული გზა, სწორედ ეს არის ევროინტეგრაციის მშვიდობიანი გზა, სწორედ ეს გახლავთ ევროინტეგრაციის ღირსეული გზა. საქართველო გააგრძელებს ამ გზაზე ჯიუტად სვლას, მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა რომელიმე ევრობუროკრატს ეს გზ,” – განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

მსგავსი სიახლეები.

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია პოლიტიკა

ალუდა ღუდუშაური: პირადი წყენა შეიძლება მივუტევოთ და ვაპატიოთ, მაგრამ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებთან გამორიცხულია

4 წთ წინ6 წთ
ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის… პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ბიძინა ივანიშვილი არსად წასულა და არც არასდროს წავა თავისი ხალხის გვერდიდან. ის ყოველთვის იქ არის, სადაც საქართველოს და ჩვენს საზოგადოებას ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ მის ირგვლივ, მის მიმართ უსაზღვრო ნდობასა და პატივისცემაშია გაერთიანებული ჩვენი მოსახლეობა

23 წთ წინ2 წთ
ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი… პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ევროპარლამენტმა თავი უნდა დაანებოს საქართველოს შიდა საქმეებში გაუმართლებელ, არაპროპორციულ ჩარევას. პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს და ხალხის ნებას

38 წთ წინ4 წთ