— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
თამთა მეგრელიშვილი 28 ნოემბრის ოპოზიციის აქციაზე: ორი თვე ემზადებოდნენ გრანდიოზული ფინალისთვის და საბოლოოდ საკუთარ პოლიტიკურ დასასრულს გაუკეთეს პრეზენტაცია დავით ჩიხელიძე: ოპოზიცია აქციისთვის ორი თვის განმავლობაში ემზადებოდა, ქალაქიდან ქალაქში დადიოდნენ, მეტროსადგურებთან ხალხს ხვდებოდნენ, მხარდამჭერების მობილიზებას ცდილობდნენ, მაგრამ საბოლოოდ, მთელი ამ ძალისხმევის შედეგად, შეკრებილთა რაოდენობამ მაქსიმუმ 7 000 ადამიანი შეადგინა გია აბაშიძე: ორი თვე საქართველოს მასშტაბით მობილიზაციას მოანდომეს, დაახლოებით 7 000 ადამიანი შეკრიბეს და აქცია სულ რაღაც 30 წუთში დაიშალა. ეს არის ნაცრადიკალების 28 ნოემბრის „გრანდიოზული“ აქციის მრავლისმთქმელი შეჯამება ნინო ფოჩხუა: ჩვენი განათლების სისტემა იწყებს თანამშრომლობას მსოფლიოში აღიარებულ ჰონგ-კონგის უნივერსტეტთან, ამ ისტორიული მოვლენის სულის ჩამდგმელი არის ცოტნე ივანიშვილი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საქმე განეხორციელებინა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს
საქართველო

2026 წლის 19 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელს, მარგერს კრამსს.

2026 წლის 19 აგვისტოს, ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ანა აბულაძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ლატვიის…

სახელმწიფო პროტოკოლის ხელმძღვანელმა ანა აბულაძეს წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.

ამავე დღეს, შედგა შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანთან, ანჯეის ვილუმსონსთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის საკითხები. ასევე, გაიცვალა მოსაზრებები აქტუალურ საერთაშორისო პროცესებთან დაკავშირებით, მათ შორის, საუბარი შეეხო ბალტიისა და კავკასიის რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.

საქართველოს ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და ლატვიელ დიპლომატს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის. ანა აბულაძემ გამოთქვა მზაობა, ხელი შეუწყოს საქართველოსა და ლატვიას შორის თანამშრომლობის გააქტიურებას ყველა შესაძლო მიმართულებით.

თავის მხრივ, ანჯეის ვილუმსონსმა დაადასტურა ლატვიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.