— თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს ნიკოლოზ სამხარაძე დანიის საგარეო პოლიტიკის სახელმწიფო მდივანს შეხვდა ნიკოლოზ სამხარაძემ კოპენჰაგენის მერიაში საქართველოს შესახებ მოხსენება წაიკითხა ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი თავდგირიძე: ბიძინა ივანიშვილმა თავის ოჯახთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, 28 ოჯახს ჰქონდეს საკუთარი ჭერი, „TV პირველმა“ ეს ისე ატრიალა, თითქოს ქულების დაწერას ცდილობდა. მინდა მოგიწოდოთ, თქვენი პარტიის ლიდერიც ბიზნესმენია და ვთხოვოთ, რამოდენიმე ოჯახს დაეხმაროს, მაგრამ დახმარების ნაცვლად, ბევრი ოჯახი დატოვა უსახლკაროდ ლევან თაქთაქიშვილი: რომ ვუყურებ ბათუმის ამბების გამოხმაურებას ოპოზიციური სპექტრიდან, ვრწმუნდები სწორედ ქართველი მოღალატენი ყავდნენ მენშევიკებსაც, ზვიადსაც, მერეც, დღესაც! სულ გვეყოლება! მათი სახელი ლეგიონია!
საქართველო

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის წევრებმა დანიის პარლამენტში შეხვედრები გამართეს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაცია, კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით, დანიის სამეფოში შეხვედრებს მართავს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ქეთევან ხუროძე და ირაკლი შატაკიშვილი.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები შედგა დანიის პარლამენტის ვიცე-სპიკერსა და საგარეო პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კარსტენ ჰონგესთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მარკუს კნუტთან, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, ლიბერალური ალიანსისა და მოდერატების პარტიის საგარეოპოლიტიკურ სპიკერებთან.

საპარლამენტო დელეგაციის მიერ გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და დანიას შორის არსებული ურთიერთობები და თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთთანამშრომლობის ფორმატების გააქტიურების მნიშვნელობას.

ნიკოლოზ სამხარაძე დანიურ მხარეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ ესაუბრა.

შეხვედრებზე ასევე მიმოიხილეს უსაფრთხოების საკითხები, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომი, მისი გავლენა საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონზე.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგოუსაფრთხოებისათვის და „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრებისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხი და ალიანსის წევრების მხრიდან ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის გაფართოებისადმი არსებული სკეპტიკური დამოკიდებულება განიხილეს. დისკუსია გაიმართა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკური დიალოგისა და საგნობრივი მოლაპარაკებების გამართვის აუცილებლობას.