თბილისი --:--
ახლა. მოვლენათა ეპიცენტრში
LIVE
ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია ევროპარლამენტმა გამოაქვეყნა ახალი ფართომასშტაბიანი Eurobarometer-ის კვლევა, რომელიც ჩატარდა ევროკავშირის 27-ვე წევრ ქვეყანაში და მოიცავდა 26 421 რესპონდენტს. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი Bloomberg: ხორბლის ფასებმა სამწლიან მაქსიმუმს მიაღწია, რადგან რუსეთი ომის ესკალაციისთვის ემზადება
საქართველო

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

42 ქართული ტურისტული კომპანია „China Ready“ პროგრამაში ჩაერთო

ჩინეთის ტურისტულ ბაზართან კავშირების დამყარების და საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, 42 ტურისტული კომპანიის წარმომადგენლისთვის ტრენინგი გაიმართა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

ქართული ტუროპერატორებისა და გიდებისთვის ტრენინგი საერთაშორისო მარკეტინგული სააგენტოს Dragon Trail International-ის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.

ტრენინგის „China Ready“ მიზანია, საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მომზადება, სერვისის ჩინურ ბაზარზე მორგება, ბაზრის სპეციფიკის გაცნობა და ეფექტიანი საკომუნიკაციო სტრატეგიების შემუშავება.

„ჩინური ბაზარი ძალიან მზარდია, ყოველდღიურად იზრდება ჩინელი ტურისტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ის ინსტრუმენტები, რჩევები და რეკომენდაციები, რაც პროფესიონალებისგან და დაგვეხმარება სერვისის განვითარებასა და პოტენციური კლიენტების უფრო აქტიურად მოზიდვაში. ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობს ტურისტულ გამოფენაში, რომელიც შანხაიში იმართება, ამიტომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიცოდეთ თანამედროვე მიდგომები და ტექნოლოგიები, რაც ჩინეთის ბაზრიდან ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს,“ – განაცხადა „კავკასუს თრეველის“ წარმომადგენელმა ანი კერაშვილმა.

ტრენინგის მნიშვნელობაზე ისაუბრა Dragon Trail International-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯორჯ ცაომ:

„დიდი სიამოვნებაა, რომ მოგვეცა შესაძლებლობა საქართველოს ტურისტულ ინდუსტრიასთან თანამშრომლობის. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ სექტორის წარმომადგენლებს უკეთ გაიგონ ჩინელი მომხმარებლების თავისებურებები და ის, თუ როგორ შეიძლება მათთვის უკეთესი სერვისის შეთავაზება. მთავარი იდეა არის ის, რომ შევთავაზოთ ჩინელ მოგზაურებს საუკეთესო გამოცდილება, რათა დადებითი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ სამშობლოში და შთააგონონ ახალ მოგზაურებს საქართველოში ჩამოსვლაზე,“ – აცხადებს ჯორჯ ცაო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინური ბაზრიდან ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით Dragon Trail International-თან თანამშრომლობს. კომპანია ერთ-ერთ წამყვან ციფრულ მარკეტინგულ სააგენტოდ ითვლება ჩინეთში და თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან ტურიზმის ორგანიზაციებთან და ბრენდებთან.